x
image
Kurnosa7
ზურაბ ჟვანიას მკვლელობა გახსნილია

image

2013 წლის 8 ივლისს გაზეთმა "ასავალ დასავალი" - მა სენსაციური მასალა გამოაქვეყნა, სადაც გაზეთი საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ზურაბ ჟვანიას მკვლელობაზე გვიამბობს. ასევე ისიც დაიბეჭდა, რომ სააკაშვილს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დააპატიმრებენ. გთავაზობთ ამ სტატიას.

საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმე გახსნილია. მთავარ პროკურატორას გამოძიება ფაქტობრივად, დასრულებული აქვს და კონკრეტული დამნაშავეების ბრალეულობა გამოკვეთილია - ამის შესახებ "ასავალ-დასავალს" ინფორმაციულმა წყარომ აცნობა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან კონკრეტულად კი, ძალოვან უწყებებთან დაახლოვებული პირია.

იმისთვის, რომ მისი მონათხრობი უფრო მეტად დასაჯერებელი ყოფილიყო, ჩვენ წყაროს შევთავაზეთ საკუთარი ვინაობა საჯაროD გაემჟღავნებინა, რაზეც მან უარი განაცხადა, თუმცა პირობა მოგვცა, რომ თუკი მთავარი პროკურატორა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჟვანიას საქმეს გახსნილად არ გამოაცხადებს, იგი უკვე საკუთარი სახელითა და გვარით წარსდგება საზოგადოების წინაშე და ყველაფერს ხმამაღლა ილაპარაკებს.

- აპირებთ ჟვანიას საქმის გახსნილად გამოცხადებას? ვეკითხებით წყაროს.
- დიახ პროკურატორა ელოდება საპრეზიდენტო არჩევნების დამთავრებას.
- კი მაგრამ რატომ?
- იმიტომ, რომ გამოძიების პროცესში პირდაპირ გამოიკვეთა სააკაშვილის უშუალო მონაწილეობა ჟვანიას მკვლელობაში. ჟვანიას საქმე როგორც კი გახსნილად გამოცხადდებამ სააკაშვილს პირდაპირ უნდა დაადონ ხელბორკილები და გაუშვან ციხეში. მოგახსნებთ, სანამ მიშა პრეზიდენტია, მისი დაპატიმრების უფლება სამართალ დამცავ ორგანოებს არ აქვთ. ამიტომ პროკურატორა ელოდება სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის დასრულებას.
- ანუ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მიშას დაიჭერენ?
- დიახ, სააკაშვილს ზურაბ ჟვანიას მკვლელობის ორგანიზებისა და თანამონაწილეობის ბრალდებით დააპატიმრებენ.

0
2833
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Kurnosa7
Kurnosa7
2833
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0