x
მეტი
  • 09.06.2024
  • სტატია:135199
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509496
G4B

imageჯგუფი G4B შეიქმნა 2008 წლის
20 მარტს, ჯგუფი შედგება სამი
წევრისგან: RICK, SHONY, DNS.
G4B ნიშნავს GIFT FOR BUSINESS
ანუ საჩუქარი შოუ ბიზნესისათვის,
ოთხი წლის განმავლობაშ ჯგუფის
აქტივში არის ჩაწერილი 7 კლიპი და 270 სიმღერა, რამდენიმე სოლო კონცერტი და ფესტივალი ერევანში
ჯგუფის საშემსრულებლო სტილი არის RAP & RNB. ოთხი წლის განმავლობაში ამ ჯგუფს ძალიან ბევრი მსმენელი დაუგროვდა. ეს ჯგუფი განსხვავდება ბევრ ქართულ რეპ-შემსრულებლებისაგან და ქართულ რეპში ჩამოყალიბდა როგორც ერთ-ერთი თანამედროვე სტილის მიმდევარი. ეს არის მაგალითი თუ როგორ შეიძლება დიდი პიარ კომპანიის და დაფინანსების გარეშე პოპულარულ ჯგუფად ჩამოყალიბება. მცირე რეკლამის მიუხედავად, მათ კონცერტზე დადის დიდი რაოდენობის მსმენელი. მათი კონცერტები და შემოქმედება ყოველთვის ორიგინალურია და განსხვავებული. G4B-ს აქვს საკუთარი სტუდია "GIFT STUDIO" რომელშიც იწერება უმაღლესი ხარისხის სიმღერები, აქვთ მაღალი ხარისხის კლიპები. მათმა ერთ-ერთ-მა კლიპმა "მღერის გულმა" რომელიც არის 2010 წლის სიმღერა, და გადაღებულია უმაღლესი ხარისხის კამერით, მოიპოვა დიდი პოპულარობა და დაიდო ერთ-ერთ პოპულარულ რუსულ საიტზე, (www.indarnb.ru) ამ საიტზე ეს იყო პირველი ქართული კლიპი. ამ დროისთვის (2012წ.) ჯგუფი G4B არის არასრული შემადგენლობით, ერთ-ერთი წევრი RICK-ი არ იმყოფება საქართველოში მაგრამ ჯგუფი G4B არ წყვეტს მუშაობას, და მსმენელს ანებივრებს ახალ-ახალი სიმღერებით. 2012 წელს ჯგუფმა გამოუშვა ალბომი სახელად "4 წელი თქვენთვის და თქვენთან ერთად" G4B ამ ოთხი წლის მანძილზე ხალხს მართლაც ძალიან შეუყვარდა ამის დამამტკიცებელია პოსტები სოციალურ ქსელ FACEBOOK-ზე, და მსმენელის რაოდენობა კონცერტებზე, G4B მსმენელის მიმართ მართლაც დიდი სიყვარულით და პატივისცემით გამოირჩევა, ხალხში ამ ჯგუფის სიყვარულის მიზეზი უპირველესად არის რომ G4B-ს აქვს როგორც მაღალი ხარისხის ასევე შინაარსობრივად შესანიშნავი შემოქმედება, არის ორიგინალური, და სიახლეებით აღსავსე.

1
76
1-ს მოსწონს
ავტორი:მარი კო
მარი კო
76
  
2012, 28 აპრილი, 12:04
უკვე გაცილებით მეტიაა ორჯერ მეტი თუ სამჯერ არა ვიდრე 270 ,მადლობა ასეთი თბილი სტატიისთვის
0 1 1