x
image
ტორნადო07
რაზე ოცნებობენ ჩვეულებრივი ადამიანები
imageფოტოგრაფი ტრეი რედკლიფი ცნობილი გახდა ჩინეთისა და იაპონიის გასაოცარი ფოტოების წყალობით. ამ სტატიაში იხილავთ მის სხვა პროექტს, რომელიც მოგვითხრობს ჩვეულებრივი ადამიანების და მათი ოცნებების შესახებ.


მაშ ასე წარმოგიდგენთ ძალიან საინტერესო პორტრეტებს და მათ ოცნებებს.


მაურიციოს ოცნება: მას სურს იყოს გემის კაპიტანი ნეაპოლის ყურეში და დაიცვას ბუნება პასპიტილოს ირგვლივ და სანაპირო ამალფიზე. დღეს ის თავის ოცნებაში ცხოვრობს.image


რანჯიტის ოცნება: დაიწყოს მუშაობა უახლოეს ფაბრიკაში. ის ცხოვრობს კუალა-ლუმპურის გარეუბანში, მალაიზიაში.image



4 წლის ნათანიელი ოცნებობს მიუახლოვდეს ღმერთს და რომ მისი დედა იყოს ბედნიერი. ნათანიელი პენსილვანიის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს.image


ვესპუჩი, რომელიც ფოტოს გადაღებისას უსახლკარო იყო ოცნებობდა ეპო შვილი.image


ენდრიუ ოცნებობს მსოფლიოს გადასცეს საერთო ჰარმონიისა და ბალანსის საკუთარი ხედვა.image


ეს ადამიანი მონაწილეობდა პარიზში გამართულ ჰეზბოლას კრებაზე, მან არც სახელი თქვა და არც ოცნებებზე უამბო ფოტოგრაფს.image


ბრენა – ის აგროვებს ფულს, რომ კოსმეტოლოგიის სკოლაში წავიდეს სასწავლებლად. მისი ოცნებაა იცხოვროს ავსტრალიის მიყრუებულ ადგილას, ჰქონდესა თავისი სტილისტური და ფოტოსტუდია.image


ეს არის ავუტი. ის მოგზაურობს ანკგორ ვატუში. ტაძარი კამბოჯაში.image


ულაფის ოცნებაა შექმნას ძრავები ფორმულა 1-ის ავტომობილებისათვის.image


ტატიანას ოცნებაა ამერიკული კინემატოგრაფის ვარსკვლავი გახდეს. ის რუსეთის პატარა სავაჭრო ცენტრის პარფიუმერიის სექციაში მუშაობს.image


სკაის ოცნებაა გახდეს წარმატებული დერმატოლოგი.image


იოჰანეს ვან დამი ამ დროს უკვე ცხოვრობს თავის ოცნებაში. ის გაზეთ «Het Parool»-ის მთავარი რესტორნული მიმომხილველია ამსტერდამში.image


რიკის ოცნებაა სინათლის გამარჯვება წყვდიადზე.image


ევა ამსტერდამიდან ოცნებობს დაამთავროს ბიზნეს სკოლა.image


მანის ოცნებაა რუმინეთში დაბრუნება და დედის პოვნა. ის უსახლკაროა.image


აჰირას ოცნებაა უნივერსიტეტში ჩაბარება და ექიმის ან ინჟინერის პროფესიის დაუფლებაა. image


პაულას უკვე აღარ ახსენდება თავისი ოცნება.image


ანკარას ოცნებაა სერიალში გადაღება. ის კუალა-ლუმპურის ერთ-ერთ მაღაზიაში მუშაობს.image


არუს ოცნებაა თავისი შვილების კარგი ცხოვრება უზრუნველყოს. ფოტო ბანგკოკშია გადაღებული.image


ვალერიას ოცნებაა იცხოვროს რანჩოზე სადაც უამრავი ცხენი იქნება და ამავე დროს ჰქონდეს შესაძლებლობა წავიდეს ელიტურ შოპინგზე. ის მუშაობს ოსტინში მდებარე მაღალი მოდის მაღაზიაში, აქ კი ახლახან ჩამოვიდა ციმბირიდან.image


კლაუდიოს ოცნებაა დაეხმაროს ადამიანებს და იპოვოს ჭეშმარიტება.image


ლისაკას ოცნებაა ჯანმრთელობა, ის რამოდენიმე წლის წინ ლამის დაიღუპა.image


ირანელი ამინი ოცნებობს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჩვენს რასას დაერქმევა "ადამიანი", რელიგიას "ადამიანობა", ხოლო ჩვენ ვიქნებით "მსოფლიოს მოქალაქენი". ასევე მას უნდა ფერარის საჭესთან დაჯდეს.image


ედელის ოცნებაა დიდი და მეგობრული ოჯახის ყოლა.image


სუმა ოცნენობს, რომ მისი შვილები გამდიდრდნენ ამერიკაში.image


ნილას ოცნებაა ცნობილი ვარსკვლავი გახდეს.image


მერია ნეაპოლიდან ოცნებოს, რომ გახდეს მომღერალი. ის დაივინგის ინსტრუქტორია.image

0
110
2-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0