x
image
natia.a
ყავა და წონაში კლება

imageყავას შეიძლება ჰქონდეს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი გავლენა ჩვენს ჯანმრთელობასა და წონაზე იმის მიხედვით, თუ როგორ, რა სიხშირით და რა რაოდენობით ვიღებთ მას. ყავას აქვს რამდენიმე საინტერესო თვისება, რაც დადებითად მოქმედებს წონის კლებაზე: კოფეინი, რომელიც ყავის ძირითადი შემადგენელი ნივთიერებაა, ძლიერი მასტიმულირებელია, შესაბამისად, ადამიანს უფრო აქტიურს ხდის. ამასთან, ყავას შეუძლია დათრგუნოს შიმშილის გრძნობა და ტკბილეულის სურვილი. ყავა ზრდის მეტაბოლიზმის (ნივთიერებათა ცვლის პროცესი) დონეს და აჩქარებს თერმოგენეზს (ორგანიზმის თვისება გამოიმუშავოს სითბო კალორიების დაწვის ხარჯზე).


მათთვის, ვისაც უკვე ჩვევად აქვს ქცეული ამ სასმელის ყოველდღიური მოხმარება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება რჩევები ყავის გონივრული მიღების შესახებ. ამგვარად, სიამოვნების მიღებასთან ერთად, ხელი შეეწყობა წონაში კლებასაც.


რჩევები



image

1. მიირთვით ყავა ზომიერად. ეს მთავარი პრინციპია წონის დაკლების დროს. როგორც ცნობილია, ყავის ჭარბი რაოდენობით მიღებას შეუძლია სტრესი და უძილობა გამოიწვიოს, რამაც ხშირ შემთხვევაში საკვების ჭარბ მიღებამდე შეიძლება მიგვიყვანოს. ამიტომ შეეცადეთ ყავის სადღეღამისო ულუფა დაიყვანოთ 1-2 ჭიქამდე ან ჩაანაცვლოთ უკოფეინო ყავით.





image2. უარი თქვით შაქარსა და ნაღებზე, რადგან მათი დამატება ყავას მეტად კალორიულს ხდის. თუ მაინც არ შეგიძლიათ მთლიანად შავი ყავის მოხმარებაზე გადასვლა, გამოიყენეთ უცხიმო რძე და სპეციალური დამატკბობელები, რომლებიც შაქარს არ შეიცავს.


3. არ მიიღოთ ყავის სასმელები, რომლებიც მზა ან ფხვნილის სახით იყიდება. ისინი დიდი რაოდენობით რძეს და შაქრის არომატიზირებულ სიროფს შეიცავს, რაც სასმელს მაღალკალორიულს ხდის.



image4. მიირთვით ყავა სადილის შემდეგ, რაც შეამცირებს დესერტის მიღების სურვილს. ამგვარად თქვენი რაციონიდან გამოირიცხება ტკბილეული, რასაც წონის დაკლებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.







image5. მიირთვით ყავა ვარჯიშამდე 1 საათით ადრე, რაც შეგმატებთ ენერგიას და გაზრდის აქტიურობას. ამგვარად, შეძლებთ ვარჯიშის დროს მეტი ენერგიის დახარჯვას. თუმცა მოერიდეთ ყავის მიღებას უშუალოდ ვარჯიშის წინ, რადგან ფიზიკური დატვირთვის დროს
მჟავიანობა იმატებს, რამაც შეიძლება კუჭის ტკივილი გამოიწვიოს.









image6. მიირთვით დიდი რაოდენობით წყალი. როგორც ცნობილია, ყავას
აქვს შარდმდენი ეფექტი, რასაც შედეგად სითხის დაკარგვა მოსდევს. ამიტომ, აუცილებელია ყავის დალევის შემდეგ მიიღოთ სუფთა წყალი, რათა თავიდან აიცილოთ გაუწყლოვანება.





image7. და ბოლოს, წონის დასაკლებად ყავის გონივრულ მიღებასთან ერთად, აუცილებელია სწორი კვება და ფიზიკური აქტივობა, რაც შედეგს უფრო თვალსაჩინოს გახდის.










3
2736
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2736
  
2017, 25 ნოემბერი, 18:35
მე ეს ვიხმარე და შედეგიც ქონდა www.ganodermaslim.info
2013, 2 ივლისი, 20:34
მომწონს :)
2013, 29 ივნისი, 2:55
ძალიან კარგი და საჭირო სტატიაა :))
0 1 3