x
image
nukrichanturia
5 მიზეზი, რის გამოც ბევრი წყალი უნდა მივიღოთ
ყველამ ვიცით, რომ ბევრი წყლის დალევა არის სასარგებლო, მაგრამ ალბათ უმრავლესობამ არ იცის რატომ?. არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც შეიძლება წყალი ჭარბი რაოდენობით მივიღოთ.

image






















1. წონის დაკლება.

წყალი - ეს არის ერთ-ერთი სუკეთესო გზა წონაში დასაკლებად, იმიტომ რომ იგი ცვლის ისეთ მაღალკალორიულ სასმელებს, როგორიცაა უალკოჰოლო გაზირებული წყლები, რომელშიც უამრავი კალორიაა. გარდა ამისა, წყალი თრგუნავს მადას. წყალი არ შეიცავს კალორიებს, ნახშირწყლებს, შაქარს, რაც დაგეხმარებათ წონის დაკლებაში.


2. გულსისხლძარღვთა დააავადებები.

თუ საკმარისი რაოდენობით წყალს მივიღებთ, ეს მნიშვნელოვნად ამცირებს გულის შეტევის რიცხვს. ექვსწლიანი კვლევის შედეგად, 2002 პირველ მაისს ამერიკულ ჟურნალ - American journal of Epidemiology - ში გამოქვეყნდა სტატია, სადაც ეწერა, რომ იმ ადამიანებმა, რომლებმაც 5 ჭიქით მეტი დალიეს, ვიდრე სხვებმა გულის შეტევის რიცხვი 41% - ით იყო შემცირებული.

3. თავის ტკივილის წამალი.

მიზეზები რის გამოც თავი გვტიკვა, რა თქმა უნდა ძალიან ბევრია, მაგრამ ამის მიზეზი შეიძლება იყოს დეჰიდრატაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ორგანიზმი არ იღებს საკმარისად წყალს, რის გამოც ხშირად თავი გვტკივა.

4. კუჭ-ნაწლავის პრობლემები

იმისათვის რომ კარგად მოვინელოთ საკვები, ჩვენს საჭმლის მომნელებელ სისტემას სჭირდება საკმარისი რაოდენობით სითხე. წყლის დალევა კარგია კუჭის მჟავიანობის დროს. წყალს გამოაქვს ტოქსინები ჩვენი სხეულიდან.

5. კიბოს რისკი

გამოკვლევების შედეგად გაირკვა, რომ ჯანსაღი წყლის სწორად გამოყენება 45% - ამცირებს მსხვილი ნაწლავის კიბოს აღმოჩენას. ასევე შესაძლებელია შეამციროს რისკი ძუძუს კიბოს შემთხვევაში.



2
784
7-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
784
  
2013, 25 ივნისი, 11:22
წყალი ძალიან მიყვარს
2013, 24 ივნისი, 21:19
კარგი სტატიაა ნამდვილად
0 1 2