x
image
natia.a
Facebook-ის ყველაზე ხანშიშესული მომხმარებელი

image

ბრიტანელი ლილიან ლოუ (Lilian Lowe) ფეისბუქის ქსელში ცოტა ხის წინ გაწევრიანდა, მაგრამ ძალიან მალე მიიპყრო ყურადღება. ლილიანი, რომელსაც სულ ახლახანს შეუსრულდა 103 წელი, არის ამ სოციალური ქსელის ყველაზე ხანშიშესული მომხმარებელი.


ქალბატონი ფეისბუქს კვირაში 2-ჯერ სტუმრობს შვილებთან, შვილიშვილებთან და შვილთაშვილებთან საკონტაქტოდ. ეს ფაქტი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა BBC-ის ჟურნალისტებისგან, რის შედეგადაც 1000-ზე მეტ მომხმარებელს გაუჩნდა ლილიან ლიუს მეგობრებში დამატების სურვილი.


Pew Research Center-ის ანალიტიკოსების გამოთვლით, ფეისბუქის 45-დან 55 წლამდე ასაკის მომხმარებელთა რიცხვი 2010 წელს 2008 წელთან შედარებით ორჯერ გაიზარდა. ასევე სწრაფად იზრდება 74 წელს გადაცილებულ მომხმარებელთა რაოდენობა.

0
48
3-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0