x
მეტი
  • 24.05.2024
  • სტატია:134858
  • ვიდეო:351973
  • სურათი:509261
ალუდა! უშენობის ერთი წელი ..

imageერთი წელი გავიდა.
არც ისეთი გრძელი იყო ეს წელი, რომ ტკივილი ცოტათი მაინც განელებულიყო.ისე წახვედი არც გიფიქრია რამხელა ტკივილს ტოვებდი მიწაზე, რომ უშენოდ ქვეყანა დაპატარავდა. შენ მშვიდად ხარ.უჩვეობა არც ისეთი ძნელია ალბათ, მაგრამ, უშენობაა აუტანელი.იმდენჯერ მიფიქრია შარშანდელს მერე, რა მოხდა, შენმა წასვლამ რატომ მატკინა ასე სული, თუმცა, პასუხს არც უნდა ვეძებდე.პასუხი შენ იყავი, მხოლოდ შენ! ალბათ ფიქრობდი, რომ უბრალო შვილი იყავი ამ ქვეყნისა და არასოდეს მოგსვლია აზრად რამხელა ტანჯვასა და სიმარტოვეს ვიგრზნობდით უშენოდ.ეს რომ გცოდნონდა ვიცი ყველაფერი სხვანაირად იქნებდა.
არაფერს ვამბობ.
ალბათ ამ სამყაროში ძნელი იყო შენთვის ცხოვრება ქეთელაურო.მოგაბეზეთ თავი ჩვენი უბრალოებით და ამიტომ წახვედი.უნდა მოგფრთხილებოდით.ალბათ ღმერთიც გვიწყრება, რომ შენი მოფერება და დაფასება ვერ შევძელით.ახლა გვიანაა.
მინდოდა მეთქვა როგორია უშენობა მაგრამ, არ გამომდის.მხოლოდ ცრემლისა და ბოღმის ბურთი მაქვს ყელში გაჩხერილი და ყვირილი მინდა.ხმამაღლა ვიტირებდი ახლა უშენობას.დავტირებდი ცოდვილ დედამიწას რომელმაც ვერ შეძლო დაეტია შენი ყოფა ამ ქვეყანაზე.
ხო ალუდავ!დიდი იყავი ამ პატარა სამყაროსთვის და ამან დაგღალა ალბათ.უსასრულობაში მოგინდა ხეტიალი.

ვიტყვით ხოლმე შარშანდელს მერე ბევრმა წყალმა ჩაიარაო, დრო ყველაფრის მკურნალიაო, თუმცა ახლა სულ სხვაგვარადაა ყველაფერი.შარშანდელს მერე მხოლოდ ბევრმა უშენობამ ჩაიარა და ვერ შეძლო დრომ შებრძოლებოდა სულის ტკივილს..
წერას რომ ვიწყებდი მეგონა ერთი ამოსუნთქვით დავწერდი ყველაფერს რასაც ვგრძნობდი, თუმცა ახლა ვხვდები, რომ იქიდან ორი სიტყვაც კი ვერ დავწერე.რთული ყოფილა შენზე ფიქრი და კიდევ უფრო რთული ამ ფიქრების წერა ფურცელზე..როგორ ვიფიქრე, რომ შემეძლო რაღაც მეწერა შენზე.

ერთი წელი გავიდა უშენობის.ერთი წელი ტკივილის და ჯერ კიდევ დიდი გაუცნობიერებლობის საშინელი წელი.მხოლოდ შენ შეძელი ყოფილიყავი საკუთარი თავი ნიღბების სამყაროში, ჩვენ კი, ამის დაფასება არ შეგვეძლო.

როგორ მრცხვენია უშენობა.

ავტორი:ნათია ბერიძე

0
163
შეფასება არ არის
ავტორი:დათო ქობულაშვილი
დათო ქობულაშვილი
163
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0