x
image
სოფა
,,ჩემი ცხოვრების გზა შენში გადის"


imageალბათ ყვლა ჩვენგანს ყავს შეყვარებული, მეუღლე ან უბრალოდ საყვარელი ადამიანი. ხშირად იტაცებს თვალს სტატიები სადაც საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაა გარჩეული: -როგორ უნდა ჩავიცვათ რომ მოვხიბლოთ, როგორ უნდა შევინარჩუნოთ, რა არ უნდა ვუთხრათ და ა.შ. თუმცა გამოცდილება და დრო გვაჩვენებს, იმას რომ ყველა ადამიანი ინდივიდია. მხოლოდ დიდი გრძნობაა საჭირო იმისთვის, რომ შეძლო. შეძლო ბოლომდე დახარჯვა, რაღაცეების არ დანახვა, მოთმენა და პრობლემის გატარება. მახსოვს ერთხელ ჩემმა მოძღვარმა მითხრა- არასოდეს მინახავს წყვილი რომელსაც ერთნაირი ძალით ყვარებიათ ერთმანეთიო. ხშირად ერთი მეტად თმობს ვიდრე მეორე და ეს ზედმეტ-ნაკლებიობა თითქმის ყველა წყვილის ცხოვრეგბაში იგრძნობაო."

ზოგჯერ რაც არ უნდა წაიკითხო და გაითვალისწინო შეიძლება მაინც გეტკინოს გული.

ასეთ დროს შენს თავს უნდა კითხო: გიღირს კი იმ ადამიანის სიყვარული რომელსაც ზოგჯერ არ ახსენდება, ზოგჯერ ავიწყდება, ზოგჯერ არ გამოხატავს... დაფიქრებულს თავში გამიელვებს ხოლმე ის ჩემთვის სიცოცხლეზე მეტია. ჰოდა მაშინ ყველაფერი გაივლის.. ყველაფერს ეშველება. მთავარია უყვარდე და თუ ის ზოგჯერ ამას ვერ გამოხატავს მაშინ შენ უთხარი თუ რა ძლიერ გიყვარს და გჭირდება...

0
95
4-ს მოსწონს
ავტორი:სოფა
სოფა
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0