x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ჯასტინ ბიბერი კოსმოსში მიფრინავს

imageპოპულარული მომღერალი ჯასტინ ბიბერი კოსმოსში გაფრენას აპირებს, ამის შესახებ თავის მიკრობლოკში დაწერა სერ რიჩარდ ბრენსონმა, მისი სიტყვებით ბიბერი და მისი მენეჯერი სკუტერ ბრაუნი გაფრინდებიან დედამიწის ორბიტაზე Virgin Galactic-ის პროგრამის ფარგლებში."გილოცავთ იქ მაღლა შევხვდებით"-ასე დაწერა ბრენსონმა Twitter-ში.მოზარდების პოპ-იდოლი მორიგი ვარსკვლავი გახლავთ, რომელმაც გამოთქვა სურვილი შეუერთდეს კოსმოსურ მისიას Virgin Galactic-ის ფარგლებში.მანამდე კოსმოსში გაფრენის სურვილი ლეონარდო დი კაპრიომ, სარა ბრაიტმანმა და ეშტონი კატჩერმა გამოთქვეს.ყველა კანდიდატმა 250 000$ უნდა გადაიხადოს და კოსმოსური ტურისტი გახდება. კონცერტი კოსმოსში? თებერვალში ჯასტინ ბიბერმა Twitter-ში დაწერა, რომ სურვილი აქვს კოსმოსში კონცერტი გამართოს, პასუხად NASA-მ მიანიშნა, რომ შეიძლება მომღერალს ამ საქმეში დაეხმაროს.აპრილის ბოლოს გამოიცადა კოსმოსური აპარატი SpaceShipTwo. კომპანიაVirgin Galactic სარაკეტო ძრავები მხოლოდ 15 წამით ჩართეს, სიმაღლის აღების შემდეგ, რომელიც სატრანსპორტო თვითმფრინავზე იყო მიმაგრებული. ბიბერი და სხვა ასტროტურისტები 62 კილომეტრის სიმაღლეზე აფრინდებიან, ეს გახლავთ ატმოსფეროს საზღვარი, სადაც ადამიანები უწონობას განიცდიან.

5
32
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
32
  
2013, 8 ივნისი, 20:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2013, 8 ივნისი, 20:53
მეც იუმორით ვიგულისხმე)))))))
2013, 8 ივნისი, 20:50
არც მე ვარ მსმენელი ,თუმცა მონასმენი მაქვს მისი სიმღერა ისევ თინეიჯერების გარემოცვაში და სწორედ აი იმათი დაყრუება ვიგულისხმე და თან იუმორით:):):)
2013, 8 ივნისი, 20:48
შენ არ ვიცი მაგრამ..მე პირადად ერთი სიმღერაც არ მომისმენია მაგისი..ამიტომ არც დავუყრუვებივარ
2013, 8 ივნისი, 20:47
ცჰვენ დაგვაყრუა და ეხლა კოსმოსზე გადავიდა...
0 1 5