x
image
DianaMaverick
ჩემი საუბარი ღმერთთან
imageმე:ღმერთო, შეიძლება კითხვა დაგისვა?
ღმერთი:რა თქმა უნდა


მე:დამპირდი რომ არ გამიბრაზდები...

ღმერთი:გპირდები

მე:რატომ დაუშვი რომ დღეს ამდენი პრობლემა დამატყდა თავს?

ღმერთი:რას გულისხმობ?


imageმე:რას და... დღეს გვიან გამეღვიძა.
ღმერთი:მერე?













imageმე:მანქანაც ძლივს
დავძარი, ვერ ავამუშავე...
ღმერთი: კარგი.








imageმე:ლანჩზე ჩემი სენდვიჩი არასწორად დაამზადეს და იძულებული ვიყავი შეკვეთა მეორედ მიმეცა...
ღმერთი:ჰმმმ...






imageმე:სახლში რომ მივდიოდი გზაში ვიღაცამ დამირეკა და ვუპასუხე თუარა მობილური დამიჯდა და გამეთიშა...
ღმერთი:გასაგებია







imageმე:და ყველაფერ სიკეთესთან ერთად, სახლში რომ მივედი დაღლილი, ფეხების მასაჟი მინდოდა მიმეღო და ვერც მასაჟორი ჩავრთე!!!დღეს ყველაფერი უკუღმართად წავიდა!რატომ დაუშვი ეს?









ღმერთი:მისმინე შვილო ჩემო...დღეს დილით შენს თავზე სიკვდილის ანგელოზი იყო და მე იძულებული ვიყავი ჩემი ანგელოზი გამომეგზავნა რათა მას შებრძოლებოდა და გადაერჩინე, სანამ ისინი ბრძოლობდნენ მე ძილი მოგგვარე.


მე: ოჰ(მოკრძალებით)

ღმერთი:მანქანა იმიტომ ვერ დაძარი რომ შენს მარშრუტზე ნასვამ მძღოლს უნდა გაევლო რომელიც დაგარტყავდა და ავარიაში მოყვებოდი.

მე:(შემრცხვა)

ღმერთი:პირველად ვინაც სენდვიჩი მოგიმზადა გადამდები დაავადება ქონდა და არ მინდოდა მისი დამზადებული სენდვიჩი გეჭამა.

მე:კარგი...(შეცბუნებული)

ღმერთი:მობილური იმიტომ გაგითიშე რომ პიროვნება რომელიც გირეკავდა აპირებდა ცრუ ჩვენება მიეცა და რასაც იტყოდი შენს საწინააღმდეგოდ გამოიყენებდა...

მე:აჰა, გასაგებია ღმერთო(ტკბილი ხმით)


ღმერთი:ოჰ, ფეხის მასაჯორს რაც შეეხება, მწყობრში არ იყო და რომ ჩაგერთო ჩამრთველს ამოაგდებდა, მე კი არ მინდოდა ის ღამე ბნელაში გაგეტარებინა.

მე:მაპატიე ღმერთო, ვწუხვარ.

ღმერთი:არაფერია, უბრალოდ ისწავლე და მენდე ყველაფერში...ცუდსა თუ კარგში...

მე:ყოველთვის გენდობი!

ღმერთი:და კიდევ, ეჭვი არ შეგეპაროს რომ ჩემი გეგმა შენი დღისთვის შენს გეგმაზე უკეთესია.

მე:დიახ ღმერთო, ეჭვი აღარასოდეს შემეპარება შენში.და მადლობა დღევანდელი დღისთვის.

ღმერთი:არაფრის შვილო ჩემო, კიდევ ერთი მშვენიერი დღე გათენდა და მე ჩემ შვილებზე მზრუნველობა სიამოვნებას მანიჭებს!

თუ შენც გწამს მისი, მოიწონე


P.S.მართლაც...ყოველთვის ენდეთ ღმერთს და გწამდეთ რომ კარგი თუ ცუდი, ისევ ჩვენს სასიკეთოდ ხდება, გახსოვდეთ რომ ყველაფერი შეიძლება უარესად ყოფილიყო და ღმერთი ისეთ განსაცდელს არ მოგვივლენს რისი გადატანაც არ შეგვიძლია...ქადაგებასავით გამომდის მომიტევეთ მაგრამ რასაც ვგრძნობ იმას ვწერ, არც ის მინდა იფიქროთ ამ სტატიას მოწონებების დაგროვების მიზნით ვიყენებდე, უბრალოდ მართლა ძალიან მომეწონა ეს დიალოგი და ვფიქრობ თგვენგან არის მოწონების ღირსი, თუმცა რაღათქმა უნდა თქვენი ნებაა. ღმერთი თქვენსკენ.









6
176
3-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:DianaMaverick
DianaMaverick
176
  
2013, 9 ივნისი, 0:10
მომიხსენე უფალო,ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა
2013, 7 ივნისი, 13:36
მადლობა,თქვენც :)
2013, 7 ივნისი, 13:26
:) გაიხარე,ძალიან ბედნიერი ვარ თუ ეს სტატია რამით მაინც დაგეხმარა...ღმერთმა გაგაძლიეროს. ♥
2013, 7 ივნისი, 13:18
ძალინ დიდ მადლობა ავტორო,ეს არიცი ეხლა ჩმეთვის როგორიგამოსაფხიზლებელი იყო,თუმცა ეს თეორიულად აქამდეც ,ამის წაკითხვამდეც,თუმცა პრაქტიკაში განსახორციელებლად არ მყოფნის რწმენა...მომიტევე უფალო , რომ არ ვარ ისეთი როგორიც გინდა რომ ვიყო ::(:(
0 1 6