x
მეტი
  • 24.05.2024
  • სტატია:134853
  • ვიდეო:351973
  • სურათი:509261
როგორ განვაახლოთ ჩანთა

imageჩანთა, შეიძლება თამამად ითქვას, ქალის განუშორებელი აქსესუარია.
ყოველმა ნივთმა შეჩვევა იცის და გადასაგდებად არ გემეტება. თანაც,
ახალი ჩანთა საკმაოდ ძვირი ღირს.
ამიტომ...


*ზამშის ჩანთის აპრიალებული ადგილები ნიშადურის სპირტში ამოვლებული რბილი ჩვრით გაწმინდეთ.

*ლაკის ჩანთა არ გამუქდება, თუ მას
დრო გამოშვებით ცვილს გადაუსვავთ.

*უჯრული საბაზრო ჩანთა დროდადრო უმი რძით გაწმინდეთ და გაცილებით მეტ ხანს მოგემსახურებათ

*ხელოვნური ტყავის ჩანთა პერიოდულად გაწმინდეთ საპნიან წყალში ამოვლებული რბილი ჩვრით.

*თუ წვიმაში მოყევით და ჩანთას ულამაზო ლაქები დააჩნდა, ღრუბელი გადაუსვით.

*თუ თქვენ საყვარელ ჩანთას ტყავის ნაჭერი აეხა, შიგნითა მხარეს ფრჩხილის ლაქი დაუსვით და თითები მაგრად მიაჭირეთ. რამოდენიმე წუთის შემდეგ დაზიანებული ადგილი შეუმჩნეველი გახდება.


*ჩალის საზაფხულო ჩანთა დროგამოშვებით გაავლეთ სუსტ მარილხსნარში და მას ხმარებაში ფერი არ შეცვლება.

*ძალიან ძველ ჩანთასაც კი ახლის იერი დაუბრუნდება, თუ მას ათქვეფილ კვერცხის ცილაში ამოვლებულ შალის ნაჭერს გადაუვავთ.








0
277
7-ს მოსწონს
ავტორი:Jokero
Jokero
Mediator image
277
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0