x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134626
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508793
"რუსეთი ეს ბუნების შეცდომაა და არა ჭკუისა"

დოსტოევსკი


imageimage

ეს დიდი ბუნების შეცდომა საუბედუროდ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელია, მეზობელი კი ავია თუ კარგია, მაინც მეზობელია და "შინაურად" ითვლება. ზუსტად ეს "შინაური" მეზობელი იღვწვის დღენიადაგ ჩვენი შევიწროვებისთვის და ყოველ წელს საზღვრების გადმოწევით თავის "კეთილმეზობლურ" დამოკიდებულებას გვიმტკიცებს. შევიწროვებას კიდევ ვინ ჩივის, როცა ჩვენი ტერიტორიების სრულად მისაკუთრება სწადია და ოცი პროცენტი მართლაც მითვისებული აქვს. ხანაც ფარული და ხანაც ღია აგრესიით ცდილობს უთანხმოებაში ჩვენს ჩათრევას. ასეთი ქვეყნის მეზობლობის "ბედნიერება" ყველას არა აქვს. ქართველები ყველა სიკეთესთან ერთად ამიტომაც ვართ "ბედნიერი ერი." ჩვენ ამას ვიმსახურებთ. მათდამი ხან ხისტი და ხანაც დამთმობი პოლიტიკის გამოვლინებით შედეგს ვერ ვაღწევთ, ოქროს შუალედი კი არ არსებოს . იქით ჩვენი შორეულ "ნათესავს", ევროპას ეწყინება თუკი რუსეთს მოველაქუცებით, აქეთ კიდევ ეს ჩვენი მეზობელი დაიწყებს ბრდღვინვას, ევროპასთან კეთილი დამოკიდებულების გამო.

საწყალო საქართველოვ! ნეტავ გაცადონ არსებობა...

4
104
4-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
104
  
2013, 7 ივნისი, 8:52
კააია **
2013, 30 მაისი, 21:11
არაფერს, წარმატებები :)
2013, 30 მაისი, 21:11
დიდი მადლობა:)
2013, 30 მაისი, 21:09
მომეწონა სტატია :)
0 1 4