x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134626
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508793
რა უჯდებათ ვარსკვლავებს განქორწინებები
image დაშორება ყოველთვის მტკივნეულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე დიდ ფულს ეხება. სასამართლო პროცესები თვეები და ხშირად წლებიც კი გრძელდება იმისათვის, რომ თანაცხოვრებისას შეძენილი ქონება სამართლიანად იქნას განაწილებული.

ფოტოზე კელსი და კამილა გრამერის წყვილია. 13 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ კელსიმ ულამაზეს მეუღლეს სტიუარდესასთან უღალატა და ხანგრძლივი სასამართლო პროცესის შემდეგ ყოფილ ცოლს ქონებიდან 30 მილიონი დოლარი ''დაუთმო''.

თუმცა მაღალ ციფრიან ჩეკებს მხოლოდ მამაკაცები არ წერენ. პოპის დედოფალ მადონას გაი რიჩისთან განქორწინება საკმაოდ ძვირი, 90.000.000 $ დაუჯდა.

image



არნოლდ შვარცნეიგერი და მარია შრივერი კი უკვე დიდი ხანია ოჯახურ პრობლემებს ვერ წყვეტენ. რამდენიმე წლის წინ მარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ როგორც კი არნოლდი საპასუხისმგებლო თანამდებობას დატოვებდა მაშინვე გაშორდებოდნენ. არნოლდი დიდ ხანია კალიფორნიის შტატის გუბერნატორი აღარაა, თუმცა მას განქორწინება მაინც არ სურს მხოლოდ ერთი მიზეზის გამო. იმ შემთხვევაში თუ ცოლს გაშორდება შესაძლოა, 200.000.000 $ დაკარგოს.

image

0
165
1-ს მოსწონს
ავტორი:მირანდა ანდრონიკაშვილი
მირანდა ანდრონიკაშვილი
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0