x
image
lady.ge
არის თუ არა თქვენში კრიმინალის თვისებები -ამას პირადი ჰოროსკოპი გვეტყვის

image
საიმისოდ რომ გავიგოთ რამდენად არის ადამიანში სისასტიკის,
ძალადობის და ზოგადად კრიმინალისკენ მიდრეკილება, მის პირად ჰოროსკოპში მარსის, მერკურის და პლუტონის მდებარეობას უნდა დავაკვირდეთ.
განსაკუთრებულად ნეგატიურია ამ მხრივ თუ ადამიანის
დაბადების მომენტში, მარსი-პლუტონის, მერკური-მარსის ან მერკური-პლუტონის დაძაბული
ასპექტები იყო ცაზე. ამ შემთხვევაში ასტროლოგთა აზრით შესაძლებელია 90% ვივარაუდოთ
რომ ეს ადამიანი თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც დაუპირისპირდება
კანონს და მართლმსაჯულებას. გაცილებით უკეთაა საქმე, თუ ამ სამი დაძაბული ასპექტის
პარალელურად ადამიანს პირად ჰოროსკოპში ვენერა-მზის დადებით ასპექტები აღენიშნება.
ამ შემთხვევაში მის პიროვნებაში არსებულ აგრესიას ეს ასპექტი გაანეიტრალებს და გაცილებით
ნაკლებია იმის შანსი რომ იგი ცხოვრებაში ოდესმე
მკვეთრად იჩენს თავს. საზოგადოებაში მიღებული ნორმების და მორალის პრინციპების
უგულვებელყოფაზე მიუთითებს ასევე პირად ჰოროსკოპში მარსის მეოთხე სახლში განლაგება
და მისი დაძაბული ასპექტები სხვა დამსჯელ პლანეტებთან. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს
ხულიგანთან ან ქურდთან, რომელიც ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე ითვისებს სხვის
ქონებას.


image

რაც შეეხება უშუალოდ ციხეს, სასჯელის ამ ფორმაზე პასუხისმგებელი
ორი პლანეტაა სატურნი და პლუტონი. თუ ამ ორ
პლანეტას ერთმანეთთან ცუდი ასპექტები აკავშირებს
და ამას თან მეთორმეტე სახლის (განდევნა, მარტოობა, ინტრიგები) გავლენაც ემატება,
შეიძლება ზუსტად ვიწინასწარმეტყველოთ რომ ადამიანს წინ რაიმე სახის სამართლებრივი სასჯელის
მოხდა ელის. თუმცა აქვე უნდა გავითვალისწინოთ, ის ფაქტიც, რომ მსგავს „მძიმე“ ასპექტებზე,
უფრო სწორად მათ გააქტიურებაზე ცხოვრბის ამა თუ იმ ეტაპზე, ძალიან დიდ გავლენას ახდენს
საცხოვრებელი ადგილი და მისი ცვლილება. რადგან ცნობილი ფაქტია, რომ საყოველთაოდ აღიარებულმა
ასტროლოგმა სერგეი ვრონსკიმ თავის დროზე უბედურების თავიდან აცილება სწორედ საცხოვრებელი
ადგილის შეცვლის ფასად შესძლო.




4
3190
3-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
3190
  
2012, 20 მაისი, 17:03
ასტროლოგიურ ნიშნებს ხომ მართავენ, როგორ არ განიხილებიან??
2012, 20 მაისი, 14:30
მზე ,მთვარე,მერკური,ვენერა,მარსი,იუპიტერი,სატურნი
2012, 20 მაისი, 14:29
მარსთან და მერკურისთან ერთად უნდა ინახოს მორიელისა და კირჩხიბის ნიშნებიც ,რამდენად მეტი რაოდენობის დაძაბული პლანეტები დგას მათში,ასევე აგრესორი ვერძისა და მოძალადე ლომის ნიშნებიც.რაც შეეხება პლუტონს ურანს და ნეპტუნს -ისინი ცარიელი პლანეტები არიან,მათზე პლანეტარული "დუხები" არ იმყოფებიან,რასაც ძველი ეგვიპტელები და ბერძნები ღვთაებებს ეძახდნენ,ამიტომ ისინი ასტროლოგიურად არ განიხილებიან.მოქმედი მხოლოდ შვიდი შირითადი პლანეტაა.
2012, 28 აპრილი, 12:45
რა საინტერესოა ასტროლოგია :)
0 1 4