x
image
mishoo122
მერაბიშვილი დაკავებულია, რა ბრალი წაუყენა პროკურატურამ ყოფილ პრემიერს
imageროგორც ვიცით, სულ ახლახანს გახდა ცნობილი ვანო მერაბიშვილის დაკავების შესახებ მას ბრალი რამოდენიმე ეპიზოდის მიხედვით წარედგინა


-პირველი ეპიზოდი გულისხმობს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ, მერაბიშვილის მიერ შენიღბული და ფარულ დაფინანსებას რომლის მიხედვითაც საქართველოში უმუშევართა აღრიცხვისა და დასაქმების სახელმწიფო პროგრამისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხებიდან 5, 2 მლნ ლარი უკანონოდ ჩაერიცხა 22 000 პირს. მითითებული პირები მოჩვენებითად გააფორმა შტატგარეშე თანამშრომლებად, სინამდვილეში მათ არანაირი სამუშაოები არ შეუსრულებიათ.


-მეორე ეპიზოდის მიხედვით, როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, "საქართველოს შსს"-ს ყოფილ მინისტრს დასვენებისათვის
მოეწონა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კვარიათში ზღვისპირას მდებარე შპს „საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიის“ კუთვნილი ფეშენებელური აგარაკი და 2009 წლის მაისში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ, იძულებით და დაშინებით დააკავა იგი და თითქმის 4 წლის განმავლობაში უსასყიდლოდ სარგებლობდა ამ ქონებით.

მერაბიშვილმა ბოროტად გამოიყენა სამსახურეობრივი უფლებამოსილება და სხვისი აგარაკის საკუთარი ოჯახის წევრების გემოვნებით მოწყობის მიზნით, გაარემონტა იგი შსს-ს ხარჯებით. დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, მერაბიშვილმა გამოიყენა საიდუმლო ხარჯები, რომლითაც კანონის თანახმად, უნდა დაფინანსებულიყო დანაშაულთა ბრძოლისათვის გათვალისწინებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებები. მისივე განკარგულებით, სამინისტროს ბიუჯეტიდან იფარებოდა აგარაკზე მომუშავე დამხმარე პერსონალის ხელფასი.ამ ეპიზოდით სახელმწიფოს მიადგა 158 000 ლარის ზიანი.



-მესამე ეპიზოდი 26 მაისის აქციას ეხება.პროკურატურის განცხადებით, 2011 წლის 26 მაისს საპროტესტო აქციის დაშლის დროს, ივანე მერაბიშვილის უშუალო დავალებით, ორგანიზებითა და პირადი კონტროლით, საპოლიციო ქვედანაყოფების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ არამართლზომიერი, არათანაბარი და გადაჭარბებული ძალის განზრახ გამოყენებას, რის შედეგადაც გარდაიცვალა 2 და ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო მრავალმა ადამიანმა.


image-მეოთხე ეპიზოდი სანდრო გვირგვლიანის საქმეს ეხება, როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, შეგროვებული მტკიცებულებებით უდავოდ დადასტურებულია, რომ სწორედ ივანე მერაბიშვილმა, სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად, საკუთარი მეუღლის თამარ (თაკო) სალაყაიას, აგრეთვე, სხვა მასთან დაახლოვებული პირების მომხდარი დანაშაულისაგან ხელოვნურად განრიდების მიზნით, უზრუნველყო მოცემულ საქმეზე უკანონო, ფალსიფიცირებული სამართალწარმოების განხორციელება და შეგნებულად შეუშალა ხელი ამ საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებას.image


ბოლოს კი გთავაზობთ პროკურატურის განცხადებას


აღნიშნული ბრალდება 7-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

image

1
107
6-ს მოსწონს
ავტორი:mishoo122
mishoo122
107
  
2013, 21 მაისი, 21:21
ჩაუდეს ვანიჩკას? :)
0 1 1