x
image
მოზამბიკელი
"პახმელიაზე" გაცნობილი 6
კვირაზე მეტი გავიდა. ჩემი ცხოვრება ჩვეულ რიტმში გრძელდებოდა, სამსახურში საკმაოდ დამღლელი სამუშაოები მქონდა და "პახმელიაზე გაცნობილი" ლადუნა შიგადაშიგ მახსენდებოდა ხოლმე, ჩვენს ბოლო შეხვედრას, რომ გავიხსენდებდი, უსიამო შეგრძნება მიჩდებოდა, მისი დაბნეული სახე წარმომიდგებოდა თვალწინ და ისევ ის თვალები. . .

ერთი-ორჯერ ისიც კი ვიფიქრე კვლავ დამერეკა იმ ნომერზე, საიდანაც პიცა გამოვიძახეთ, იმედი მქონდა ისევ ლადუნა მოიტანდა, მაგრამ გადავიფიქრე. კვირის ბოლოს, სამუშაო დღის დასასრულს მე და ჩემი მეგობარი ამდენი ქაღალდისა და სიგარეტის ბოლის გარემოცვაში, ერთმანეთს ვეღარ ვხედავდით, მუშაობის დროს მართლაც ბევრს ეწევა, მე კი ყავის სმას ვერ ავუდუვარ. მოკლედ უკვე გასვლას ვაპირებდით, როცა კარზე დააკაკუნეს, ჩემი მეგობარი უხალისოდ წავიდა კარის გასაღებად, ოთახში კი გაბადრული სახითა და ყვავილებით დაბრუნდა.

– გოგო, ნახე, ვიღაცამ ყვავილები გამოგვიგზავნა.

– ვინ?


– რავიცი, შეიძლება რომელიმე ჩვენმა კლიენტმა.

– რა კლიენტმა, როდის იყო კლიენტები ყვავილებს გვიგზავნიდნენ, მაგათ მარტო ტვინის ბურღვა და ფულის დაგვიანებით გადახდა იციან.

– რაიცი, იქნებ რომელიმეს ზრდილობა ეყო და მადლობის ნიშნად გამოგვიგზავნა.

– მაჩვენე ერთი, ვუსუნო.

ყვავილები გამოვართვი და დავყნოსე, სასიამოვნო სურნელი შევიგრძენი, უეცრად თაიგულის სიღრმეში თეთრად მოელვარე ბარათი დავინახე.

– უი, ნახე, ბარათი აქვს, აბა ვნახოთ რომელი კლიენტია.

ჩემი მეგობარი ბავშვური მოუთმენლობით ეცა ყვავილებს და ბარათი წამართვა.

– მომეცი, მე ვნახავ

ბარათი გახსნა და სახეზე ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა, ისევ მე მომაწოდა და ათრთოლებული ხმით მითხრა.

– აჰა, შენია.

დაბნეულმა გამოვართვიimage და ბარათს დავხედე. უაღრესმა გაოცებამ შემიპყრო.

" მხოლოდ თავის შესახსენებლად გიგზავნი ამ ყვავილებს, ვფიქრობ, შემთხვევითობას აღარ უნდა დაველოდოთ და ერთმანეთი კვლავ ვნახოთ. ლადო "

ბარათის ბოლოს კი ტელეფონის ნომერი იყო მითითებული. თავში გაურკვეველი და დამღლელი ფიქრები ამეშალნენ, რამდენჯერმე კიდევ გადავიკითხე ნაწერი და მზერა ჩემს მეგობარს მივაპყარი.

– აბა, დაურეკავ?

ისევ მოუთმენლობას შეეპყრო და დაჟინებული მზერით პირდაპირ თვალებში მიყურებდა. თვალი ავარიდე.

– არ ვიცი. . .

მაგიდას დავეყრდენი და ისევ ბარათს ჩავაშტერდი, მასზე დაწერილი სიტყვები უკვე ერთმანეთში მერეოდნენ.

2
90
5-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
90
  
2013, 29 ივნისი, 20:29
არ ვიცი, ალბათ მალე, მუზა მჭირდებაა :)
2013, 29 ივნისი, 0:38
როდის დაამთავრებ საბოლოოდ ;)
0 1 2