x
მეტი
  • 09.06.2024
  • სტატია:135198
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509496
რატი დურგლიშვილისთვის მეორე ნახევარს ეძებენ
დუეimageტ ''ჯორჯიას'' წევრ რატი დურგლიშვილის თქმით 2012 წელი მისთვის წარმატებით დაიწყო, თუმცა როცა ახალი წელი დგება, მას მხოლოდ ერთი სურვილი აქვს, რომ ქვეყანაში მშვიდობა იყოს. შეკითხვაზე მის პირადულ ოცნებასთან დაკავშირებით, რატის გაეღიმა.

-ჩემთვის უფრო დიდი კომფორტია ბევრ ადამიანთან ურთიერთობა, თუკი მხოლოდ ერთით შემოვიფარგლები, სხვებს გულს ვატკენ. მიიჩნევს, რომ სახალხო ადამიანია და ასეთი უნდა იყოს.


დაოჯახებას რაც შეეხება, რა თქმა უნდა აპირებს, მაგრამ არა უახლოეს მომავალში. რატი ამჟამად 29 წლის გახლავთ. როგორც თვითონ ამბობს, დრო კი აქვს, მაგრამ მისმა ოჯახის წევრებმა უკვე აიმაღლეს ხმა, მამიდაც კი ჩართულია ამ ამბავში.


რატის რომ თაყვანისმცემლები არ აკლია, ეს უდავოა. ბევრს მოსწონს, მაგრამ იქნებიან ისეთებიც, რომლებიც შეიძლება აკრიტიკებენ კიდეც. კრიტიკასთან დაკავშირებით რატის აზრი შემდეგია.


- მაგალითად, ბოლო კონცერტით ჩემ გარშემო ყველა კმაყოფილი დარჩა. სცენაზე ყველაფერი მაღალ დონეზე იყო მოწყობილი, ყველაერი ევროპულ სტანდარტებს შეესაბამებოდა. მიხარია, რომ ჩემს ქვეყანაში ასეთი კონცერტები ტარდება.


რაც შეეხება ახალი წლის თემას, რატი იხსენებს, რომ მისთვის ყველაზე დასამახოვრებელი იყო ის დღე, როცა მან და მაკამ ''იმედის ტალღაზე გაიმარჯვეს, სადაც ჰონორარი გადასცეს. თანხა არ ახსოვს რამდენი იყო, თუმცა ამბობს რომ მისთვის ეს არ იყო ცოტა.

0
77
1-ს მოსწონს
ავტორი:jango
jango
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0