x
image
mishoo122
არქიმანდრიტი ანთიმოზი - "შეგვინდოს უფალმა თუ გადავამეტეთ"
imageსამების ტაძრის მოძღვარი ანთიმოზ ბიჩინაშვილი უარყოფს, რომ ინტერნეტში გავრცელებულ კადრებში მისი ბილწსიტყვაობა ისმის.


- როდესაც ზურგით ვდგავარ, მაშინ ისმის გინება. ზუსტად მახსოვს, რაცვთქვი, ცნობილი ქართული ფილმიდან ფრაზა გავიმეორე, გამოდით, რამდენი ხართ, უნდა დაგთვალოთ-მეთქი. ვიდეოკადრებში კი ისმის, თითქოს ვიგინები. ეს ჩემი ხმა არარის.
30-30-ჯერ გაუშვეს "I არხმა" და "რუსთავი2"-მა ეს სიუჟეტი. რატომ არ დაადგინეს, ხმა ნამდვილად ჩემი იყო თუ არა? რატომ ბილწავენ საზოგადოებას?


- ჩვენ უბრალო ადამიანები ვართ, იმ წიაღიდან, საიდანაც თქვენ, ერთნაირები ვართ. ციდან ჩამოფრენილები არ ვართ და გადაცდომა ემოციისას ყველას შეიძლება დაემართოს.

- თქვენ ხომ ჩვენზე დიდი პასუხისმგებლობა გაქვთ?
- გეთანხმებით, მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს და შეგვინდოს უფალმა, თუ გადავამეტეთ.

სრული ინტერვიუ შეგიძლიათ იხილოთ
http://www.kvirispalitra.ge/public/17185-qshegvindos-ufalma-thu-gadavametethq.html



ასევე გთავაზობთ დეკანოზ დავით დათუაშვილის ქადაგებას.

image„17 მაისის მოვლენების შემდეგ გარკვეული ემოციები გაგვიჩნდა, ზოგს დადებითი, ზოგს – უარყოფითი.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ე.წ. ლგბტ ორგანიზაციამ ჰომოფობიის დღისადმი მიძღვნილი აქციის ჩატარება გადაწყვიტა. „ჰომოფობია“ ადამიანთმოძულეობას ნიშნავს. თითქოს, საქართველოში ისეა გამეფებული ადამიანთმოძულეობა, საჭიროა მის საწინააღმდეგოდ აქციის ჩატარება. რა თქმა უნდა, ეს ჩემი შეფასება გახლავთ…
რადგან ეს ადამიანები განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონენი არიან, საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას ითხოვენ და არა იმას, რომ შენდობით შევხედოთ…

ცხადია, ეკლესია მათ ყოველთვის როგორც ღვთის შვილებს უყურებდა. ტაძრის კარი მათთვის დაკეტილი არასდროს ყოფილა. სინანულის შემთხვევაში ისინი მოდიოდნენ ჩვენთან და ვასწავლიდით, როგორ დაეღწიათ თავი ამ ცოდვისგან.

საბედნიეროდ, ამ მხრივ შედეგებიც გვაქვს და ბევრი მათგანი
დაოჯახდა, ჰყავთ შვილები და უფლის მადლიერნი არიან...


ქადაგება სრულად შეგიძლიათ იხილოთ

http://www.ambioni.ge/dekanoz-davit-datuasvilis-qadageba-19-05-2013

1
100
5-ს მოსწონს
ავტორი:mishoo122
mishoo122
100
  
2013, 22 მაისი, 14:32
სირცხვილია
0 1 1