x
მეტი
  • 24.05.2024
  • სტატია:134866
  • ვიდეო:351973
  • სურათი:509287
სრულყოფილი რიცხვი

სრულყოფილი რიცხვისანამ ვიტყვით, რომ სრულყოფილი არაფერია კარგად დავფიქრდეთ. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ 1.618 სრულყოფილი რიცხვია რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს. იგი ითვლება როგორც ყველაზე "ლამაზ'' რიცხვად, ასევე იგი ყველგან გვხვდება როგორც ბუნებაში, ასევე ხელოვნებაში.

ამ რიცხვის აღმოჩენა ე.წ ფიბონაჩის მიმდევრობის საფუძვლიანად
შესწავლას უკავშირდება. 1.618 წარმოადგენს არსებულ საგანთა უმრავლესობის პროპორციულ კოეფიციენტს და ასევე გამოიყენება ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. ამ რიცხვს ღვთის მიერ სრულქმნილ რიხცვად მიიჩნევდნენ, როგორც ქალღმერთის ან ოქროს პროპორციას. ამ რიცხვის სიმბოლოდ φ მიიჩნევა.


ალგებრულად ოქროს პროპორცია დაიყვანება შემდეგი განტოლების
ამოხსნამდე:სრულყოფილი რიცხვი

პითაგორაამასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ პითაგორა ფიქრობდა.



















თქვენ ალბათ, ფიქრობთ, სად არის დამალული ეს რიცხვი. თქვენ რა თქმა უნდა არასდროს გიფიქრიათ სპირალურად დახვეული ნიჟარის გარე სპირალის დიამეტრის შეფარდება მომდევნოსთან შეფარდებით. ეს რიცხვი არის 1.618
ნიჯარა
მზესუმზირის ყვავილის თესლი ერთმანეთის მოპირდაპირე
სპირალებშია მოთავსებული. ამ სპირალების დიამეტრთა შეფარდებაც 1.618-ია.
მზესუმზირა





შოთა რუსთაველი
რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს "ვეფხისტყაოსნის”
ლექსთაწყობის საკითხებში დაცულია ოქროს კვეთა. როგორც მოგეხსენებათ, ვეფხისტყაოსნის თითოეულ სტროფში 4 კარედი და 16 მარცვალია. მათი საზღვარი ზუსტად სიტყვების გასაყარზე მოდის. ეს დაყოფა ნახევარკარედებში ორგვარია: 4/4 – სიმეტრიული და 5//3, ან 3//5 –ასიმეტრიული. პირველს მაღალი შაირი ეწოდება, მეორეს – დაბალი, რომელიც ო.კ.-ის პროპორციითაა აგებული (5, 3//3, 5; 3, 5//5, 3; 3, 5//3, 5; 5, 3//5, 3).


სრულყოფილი რიცხვი
ყველაზე კარგად კი ოქროს პროპორციის უნიკალურობა ესმოდა ლეონარდო და ვინჩის, რომელიც გარდაცვლილი ადამიანების სხეულებს აკვირდებოდა იმისთვოსრომ ძვლოვანი სისტემის პროპორცია დაედგინა. თავის აღმოჩენებს იგი მხატვრულ ხრიკებადაციყენებდა და შთამომავლობას უტოვებდა.
ლეონარდო და ვინჩის შედევრების გარდა, ეს პროპორცია
ასევე გვხვდება მიქელანჯელოსა და ალბრეხტ დიურერის ნამუშევრებში; მოცარტის სონეტებისა
ბეთჰოვენის მეხუთე სიმფონიის ორგანიზაციულ სტრუქტურებში. ასე რომ მისი აღმოჩენა ყველა
სიმეტრიულ სხეულში და ნახაზში შეიძლება.

კიდევ არ გჯერათ? ამაში დარწმუნება თავადაც შეგიძლიათ:
გაზომეთ მანძილი თქვენი ჭიპიდან იატაკამდე, მიღებული რიცხვზე კი გაყავით თქვენი სიმაღლე.
მართალია, სახლის პირობებში ჩატარებული ასეთი "ექსპერიმენტი" არც ისე ზუსტ
შედეგს მოგცემთ, მაგრამ მიღებული რიცხვი დაახლოებით მაინც 1.618 იქნება.

2
1138
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნინი_ნინჩო
ნინი_ნინჩო
1138
  
2013, 11 მაისი, 23:14
ძალიან საინტერესო სტატიაა..
0 1 2