x
image
ნინი_ნინჩო
რატომ იგდებენ იაპონელები თავს საფრთხეში?

რატომ იგდებენ იაპონელები თავს საფრთხეში?აღიარებულია რომ იაპონელების ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა ყოველთვის იყო სამზარეულო. უყვართ დეგუსტაცია, კამათი და კერძების მომზადება. იაპონური სამზარეულო უმეტესად შედგება ზღვის პროდუქტებით, იაპონელები იყენებენ ყველანაირ ზღვის პროდუქტს დაწყებული მოლუსკებით დამთავრებული ზღვის კომბოსტოთი. იაპონელების
ერთ-ერთი საყვარელ საკვებს წარმოადგენს თევზი “ფუგუ'' .
ფუგუ
ფუგუს ხშირად მოიხსენიებენ როგროც “ზღვის ბუშტს''.იგი ატლანტის, ინდოეთის და წყნარი ოკეანის წყლებში ბინადრობს. ეტანება მარჯნის კუნძულებსა და რიფებს. ზომებით ხელის მტევნის ხელაა, დაცურავს ძალიან ზანტად, ზოგჯერ უკუმიმართულებითაც კი. ამ თევზის სხეულის ზედაპირი უქერცლო და გლუვი აქვს, ფერით მოლურჯო-მომწვანოა, ხოლო მუცლის არე კი ქათქათა თეთრია.წყლიდან ამოყვანისას იბერება და ბურთის ფორმას ღებულობს. რაც მისი
ბუნებრივი ინსტიქტია, ფუგუ საფრთხის მოახლოებისას ბურთივით მრგვალი ხდება.მისი შხამი მტანჯველ სიკვდილს იწვევს. მსხვერპლს აღენიშნება ენისა და ტუჩების დამბლა, თავბრუსხვევა, გულისრევა, აჩქარებული გულისცემა, გაძნელებული სუნთქვა და ბოლოს
მუსკულატურის მთლიანი პარალიზება. დღემდე ფუგუს მოწამვლის თავდასაცავი ანტიდოტინაპოვნი არ არის, ერთადერთი მასთან ბრძოლის საშუალება ხელოვნური სუნთქვაა მანამდე, სანამ შხამის ზემოქმედება შესუსტდება, რაც საშუალოდ 24 საათი გრძელდება.
ტეტროდოტოქსინიაის ძლიერი შხამი, რამაც ფუგუ შეიძლება კლიენტის უკანასკნელ კერძად აქციოს.
ფუგუ


მიუხედავად ფუგუს შხამიანობისა, ის იაპონური კულინარიის ყველაზე გამორჩეული დელიკატესია(ასევე კორეის). ამ მავნე ჩვევას, რასაც ფუგუს დაჭერა, მომზადება და მირთმევა წარმოადგენს
საუკუნეების განმავლობაში ებრძოდნენ იაპონელი იმპერატორები. მეიძის ხანაში (1868–1912) ფუგუს საკვებად გამოყენება აკრძალული იყო, თავად ფუგუ კი ერთადერთი კერძია, რომლის ჭამაც კანონით ეკრძალება იაპონიის იმპერატორს . თუმცა, აკრძალვებით
რომ ვერაფერს გახდნენ და ვერაფრით რომ ვერ დაუშალეს თავის ხალხს ამ თევზის დაგემოვნება, იაპონელმა მმართველებმა ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინეს და საკითხს მეორე მხრიდან მიუდგნენ. ჯერ კიდევ 1598 წელს გაჩნდა კანონი, რომელიც მზარეულისგან სპეციალურ
სახელმწიფო ლიცენზიას ითხოვდა, რათა მას ფუგუს მომზადების უფლება ჰქონოდა.მზარეულმა განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა ამოაცალოს შხამის შემცველი ორგანოები –საკვერცხეები, ღვიძლი და ნაწლავები. ტეტროდოტოქსინის ერთი პატარა წვეთიც კი
შეიძლება სასიკვდილო იყოს.სწორად ამ კანონმა გაუძლო დროს და დღევანდელ იაპონიაშიცმზარეული ვალდებულია ფუგუს მომზადების ხანგრძლივი და შრომატევადი გამოცდებიჩააბაროს.


ლიცენზიის მოსაპოვებლად მზარეული ვალდებულია გაიაროს სამწლიანი კურსები და ჩააბაროს ორი გამოცდა: თეორიაში და პრაქტიკაში. გამოცდის თეორიული ნაწილის ჩასაბარებლად მათ
ფუგუს ათობით ნაირსახეობის თავისებურება უნდა იცოდნენ, რომელიც შხამისგან გაუნებელყოფის სხვადასხვა მეთოდიკას გულისხმობს. პრაქტიკული გამოცდა ფუგუს ყველა წესის დაცვით მომზადებას საჭიროებს და ბოლოში მის შეჭმას.


იაპონიაში ყოველწლიურად უამრავი ტურისტი ჩადის ფუგუს დასაგემოვნებლად, ამიტომაც ფუგუს ერთი პორციის ფასი 100 დოლარიდან 500 დოლარამდე მერყეობს (გააჩნია სეზონს, ზამთარში
ფუგუ ყველაზე გემრიელია და შესაბამისად მისი ფასიც მაქსიმალურია), მგონი უკვეგასაგებია თუ რატომ არის ეს დელიკატესი ასე ძვირი, მიუხედავად ამ ყველაფრისა იაპონიაში ყოველწლიურად 20-45 ადამიანი კვდება ფუგუს შხამისგან.


2
670
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინი_ნინჩო
ნინი_ნინჩო
670
  
2013, 22 მაისი, 0:47
მე დიდი სიამოვნებით შევჭამდი :D
2013, 22 მაისი, 0:45
საინტერესო იიფნორმაციაა,იაპონიაში თუ მოვხვდი მოვერიდები ფუგუს ჭამას :D:D:D
0 1 2