x
image
Dinozo
თსუ-ს II კორპუსში გოგონა შეყვარებულმა მე-3 სართულიდან გადმოაგდო

imageიურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი გოგონა შეყვარებულმა, თავისივე კურსელმა უნივერსიტეტის II კორპუსის შიდა კიბიდან, მესამე სართულიდან გადმოაგდო.
როგორც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებიაცხადებენ, შემთხვევა მოხდა დაახლოებით შუადღის 4 საათზე, გოგონამ საკუთარ შეყვარებულთან იჩხუბა და მათივე ინფორმაციით ბიჭმა ის შიდა კიბის მესამე სართულიდან გადმოაგდო. უნივერსიტეტის დაცვის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ეჭვმიტანილი ბიჭი მათვე აიყვანეს და პოლიციას გადასცეს, ასევე მათვე მიაწოდეს უნივერსიტეტის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, სადაც სავარაუდოდ მესამე სართულიდან გოგონას გადმოგდების კადრებია ასახული და ბიჭის აყვანაც.
ეჭვმიტანილმა აღიარა, რომ მან გადააგდო გოგონა და ასევე განაცხადა რომ ის იტყოდა მიზეზსაც.
გოგონა ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და სასწრაფო ოპერაცია უტარდება.

0
182
3-ს მოსწონს
ავტორი:Dinozo
Dinozo
182
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0