x
image
ნინი_ნინჩო
ავიღოთ მაგალითი იაპონელებისგან
იაპონელისაქვეყნოდ ცნობილია იაპონელების მოკრძალება, ტრადიციების ერთგულება და ზრდილობა. საკვირველია, მაგრამ იაპონელებს სალანძღავი ლექსიკაც კი არ გააჩნიათ. იაპონელები ყველგან და ყოველთვის თავაზიანად საუბრობენ და ხშირად იყენებენ სიტყვებს: “ონეგაი-შიმა", “კუდასაი" (გეთაყვა), “სუმიმასენ'' (ბოდიში) ან “გონეი-ნესაი" (უკაცრავად).

სასტუმროში, მაღაზიასა თუ სამედიცინო დაწესებულებაში სტუმარს ყოველთვის თავაზიანად და სტუმართმოყვრულად იღებენ.

ქუჩებში, ბაღებში, საზოგადოებრივ დაწესებულებებში შეიძლება შეხვდეთ წარწერებს, რომლებიც ადამიანებს თავაზიანობისკენ მოუწოდებს. იაპონელების მისალმება და დამშვიდობებაც ერთი დიდი რიტუალია.

ყველაზე ღირსსახსოვარი ცერემონია კი იაპონური ჩაის სმაა. მასპინძელი ყველანაირად ცდილობს, სასიამოვნო და ესთეტიკური განწყობა შეუქმნას სტუმარს. ჩაის ცერემონიალური მომზადება დიდი გულისყურით ხდება.


იაპონელების თავაზიანობის მიზეზი იაპონიაში გავრცელებული რელიგიებიდან: ბუდიზმიდან, სინტოიზმიდან და ქრისტიანობიდან იღებს სათავეს. იაპონელების რელიგიური წარმოდგენებში მთავარია მორალურობა, ადამიანებს შორის ურთიერთპატივისცემა, მშობლისა და უფროსისადმი მორჩილება, ბუნების მიმართ მოწიწება. ამან განსაზღვრა იაპონური ქცევების და წესების თავისებურობანი, რამაც იაპონური საზოგადოება სამაგალითო და სტაბილურ საზოგადოებად ჩამოაყალიბა.


◘იაპონელი ხალხის საშუალო სიცოცხლე ამერიკელ ხახლთან შედარებით 4 წლით მეტია.


◘იაპონელების ნორმალურ სამზარეულოს არ აქვს ღუმელი.

5
58
6-ს მოსწონს
ავტორი:ნინი_ნინჩო
ნინი_ნინჩო
58
  
2013, 5 მაისი, 13:54
ძალიან ბევრი ადაბლებს :)
2013, 5 მაისი, 13:05
ყველაფერი რაც ქართველ ადამინს ალამაზებს :)
2013, 5 მაისი, 13:02
რა გვაქ მისაბაძი? :D
2013, 5 მაისი, 0:48
თუ უნდათ თითონ მოგვბაძონ :D
2013, 1 მაისი, 14:47
ჰო იაპონელები მაგრები არიან
0 1 5