x
მეტი
  • 16.05.2024
  • სტატია:134686
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509000
ჯაზის საერთაშორისო დღე ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში

30 აპრილს, 16 საათზე ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრის ორგანიზებით მოეწყო ჯაზის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება,
ფესტივალ „ფანARTის“ ჯაზის ნომინაციაში გამოვლენილი ნიჭიერი მუსიკოსი ლევან (კემო) კემულარიას კონცერტი.
საღამო გაიმართა ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დარბაზში(ვაჟა ფშაველას 76ბ), რომელსაც ესწრებოდნენ სხვადასხვა თაობის ჯაზის შემსრულებლები, კონცერტის დაწყებამდე ახალგაზრდა
მუსიკოსებმა ღიად ისაუბრეს თანამედროვე ქართული ჯაზის პრობლემებზე.
ლევან კემულარია ფესტივალ „ფანARTის“ ჯაზის ნომინაციაში გამოვლენილი მუსიკოსია.
როგორც ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის კულტურულ- შემეცნებითი პროგრამების სამსახურის უფრისი თეა ყიფშიძე აღნიშნავს -„მრავალდარგობრივი ფესტივალ „ფანARTის“ კონცეფცია იყო არა მარტო წარმოგვეჩინა ახალგაზრდა ნიჭიერი ახალგაზრდები არამედ ხელი შეგვეწყო მათი
პოპულარიზაციისათვის და ამასთანავე ამ ყველაფერს არ ქონოდა ერთჯერადი სახე და გამორჩეული მონაწილეები კი კვლავ წარგვედგინა საზოგადოების
წინაშე. „

0
7
1-ს მოსწონს
ავტორი:cync.ge
cync.ge
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0