x
image
თამუნა გეწაძე
კვერცხი სასარგებლო პროდუქტია!

imageყველასათვის ცნობილია, რომ კვერცხი ძალიან სასარგებლო პროდუქტია, ის აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისათვის.განსაკუთრებით აქტუალურია ეს თემა აღდგომის წინა დღეებში.ისმება კითხვა თუ რა განსაკუთრებული თვისებებით გამოირჩევა კვერცხი?.კვერცხი შეიცავს ძალიან ბევრ ელემენტებს, რომელიც აუცილებელია ორგანიზმისათვის.ესენია: ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები, ასევე შეიცავს 12 ძირითად ვიტამინს, მიკროელემენტებს.ვიტამინი E ხელს უშლის დაბერების პროცესს და გვეხმარება შევინარჩუნოთ სილამაზე.კვერცხი ორგანიზმს იცავს ონკოლოგიური დაავადებებისგან და სასარგებლოდ მოქმედებს მხედველობაზე მისისაკვებად რეგულარულად მიღება ამაგრებს ძვლებს და კბილებს.კვერცხი შეიცავს ქოლინებს, რომელიც კარგად მოქმედებს მეხსიერებაზე და ეხმარება გულს მუშაობაში.მის შემადგენლობაშია, აგრეთვე იოდი, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის სწორი განვითარებისათვის. უფრო სასარგებლოდ ითვლება კვერცხი, რომელიც არ არის კარგი მოხარშული, მაგრამ საჭიროა დავიცვათ სიფრთხილე, ზოგ შემთხვევაში აუცილებელია კარგად მოიხარშოს კვერცხი, რათა გამოვრიცხოთ ორგანიზმში არასასურველი ნივთიერებების მოხვედრა. ამიტომ აუცილებელია მისი შეძენისას კარგი დაკვირვება.დიდი ხნის განმავლობაში მუსირებდა აზრი იმის შესახებ, რომ კვერცხი შეიცავს დიდი რაოდენობით ქოლესტერინს და ეს კი ცუდად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე, მაგრამ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კვერცხის შემადგენლიბაში შემავალი ქოლესტერინი არანაირ ზიან არ აყენებს ორგანიზმს.გამოკვლევებით დაადგინა, რომ ადამიანები, რომლებიც დილით საუზმეზე რეგულარულად იკვებებიან კვერცხით, უფრო იშვიათად ავადმყოფობენ.მხოლოდ აუცილებელია დავიცვათ ზომიერება კვერცხის ჭამის დროს.

1
628
12-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
628
  
2013, 30 აპრილი, 17:14
საინტერესო სტატიაა.:))
0 1 1