x
image
K.P.
მუცლის პრესი, როგორ ვივარჯიშოთ? (+ბევრი ვიდეო და რჩევა)
imageმალე ზაფხულიც მოვა, ყველა იწყებს სხეულზე ზრუნვას და ცდილობს ზედმეტი კილოგრამები მოიშოროს. სწორი მუცელი ხომ ბევრი ადამიანის ოცნებაა. კარგი პრესის დაყენებისთვის მხოლოდ ვარჯიში საკმარისი როდია, მსუბუქი დიეტაც აუცილებელია.

1.კვებაimage

აუცილებლად ისაუზმეთ, უკიდურეს შემთხვევაში დილით ვაშლი ან იოგურტი მაინც მიირთვით. ვინც დილით არაფერს ჭამს, სადილზე ძალიან ბევრს მიირთმევს, რაც ორგანიზმისთვის საზიანოა. ეცადეთ მიირთვათ ყოველ სამ საათში ერთხელ, რათა შეძლოთ დააბალანსოთ ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესი. ეს ყველაფერი კი დაგეხმარებათ მოიშოროთ ცხიმი და დაიკლოთ წონაში. არ თქვათ უარი პურზე, ის ორგანიზმისთვის აუცილებელია. მიირთვით დღეში ერთი ნაჭერი პური, უკიდურეს შემთხვევაში ორი. image
სასურველია რაციონიდან ამოიღოთ შემწვარ-მოხრაკული და ჩაანაცვლოთ მოხარშული პროდუქტით. მიირთვით ბევრი ხილი და ბოსტნეული, შეზღუდეთ ტკბილეული. დალიეთ მინიმუმ 2 ლიტრი წყალი დღეში.image

2.მხიარული გართობა და პატარა ხრიკები


დაივიწყეთ ლიფტის არსებობა, კიბეზე აირბინეთ ფეხით.

გარეთ უკვე თბილა, ჩამოდი ერთი გაჩერებით ადრე ავტობუსიდან და გაისეირნე ფეხით.

იხტუნავეთ სახტუნაოთი, ეს ბავშვური გართობა, კალორიების დაწვაში დაგეხმარებათ.

ჰულაჰუპის ტრიალი ეფექტურია მუცლისა და წელის გარშემოწერილობის შესამცირებლად. 100 წუთი თუ ივარჯიშებთ ორგანიზმი 1000 კალორიას დახარჯავს. თავიდან შესაძლოა სხეულზე მცირე სისხლჩაქცევები გაჩნდეს, მაგრამ ნუ შეშფოთდებით.

3.სწორი ვარჯიში

აუცილებელია ვივარჯიშოთ სწორად, ეტაპობრივად უნდა გაზარდოთ ვარჯიშების რაოდენობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კუნთები დაგეჭიმებათ და შესაძლოა მეორე დღეს საერთოდ ვეღარ შეძლოთ ვარჯიში.

ეტაპი1

ეტაპი2

ეტაპი3

ეტაპი4

თუ ამ მითითებებს შეასრულებთ მუცლის პრესსაც დაიყენებთ და წონაშიც დაიკლებთ. გისურვებთ წარმატებებს...

0
685
5-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
685
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0