x
არაბები კახეთში
დღეს თელავის ერთ მაღაზიაში შევედი, გამყიდველი რომელიც, სურსათს მაწვდიდა შეყოვნდა, რადგან ვიღაცამ ტელეფონზე დაურეკა. არ ვიცი ის ვიღაც რას ეუბნებოდა თუმცა გამყიდველის პასუხმა ინტერესი გამიმძაფრა. მოპასუხეს ასეთი პასუხითდაუმთავრა საუბარი.

– შვილო მაგ არაბმა, 500დოლარით მეტი კი არა 5მილიონიც რომ მომცეს, ჩემს ქართულ მიწას მაინც არ მივყიდი. შენ ახალგაზრდა ბიჭი ჩანხარ, ეტყობა თარჯიმანი ხარ, და ნუ შეუწყობ ხელს არაბებს ბაბუაშენის მიწაწყალი იყიდონ...

მოკლედ გამყიდველის ნათქვვამმა ისე დამაინტერესა რომ საუბარი გაუბი. მან კი უფრო საინტერესოდ მომიყვა ამბავი:

~განა დიდიმიწა მაქვს? არა პატარააა. მაგრამ ჩემია. ეს ვაუჩერები რომ დარიგდა მივაკითხე და ასე მითხრეს დაგაგვიანდა აქამდე სად იყავიო... მანამდე სტიქიამ გადაუარა კახეთს და არაც კომპენსაცია არ მომცეს მიწის, არ გეკუთვნის მაგ ზონაზე ძლიერი სეტყვა არ ყოფილაო. მერე სამოსახლოს კომპენსაციები დარიგდა და 25 ლარი მომცეს ეზო არა გაქვსო. მოკლედ სხვა რომ ჩემს ადგილზე იყოს ამ მიოწას არაბს მიყიდიდა, სახლს თურქს, ამ პატარა მაღაზიას კიდე ჩინელს და წავიდოდა საქართველოდან. მაგრამ, ეგ რომ გადავწყვიტო, ჩემი მამაპაპა უნდა ადგეს საფლავიდან და იმათ მითხრან. მე ჩემი გვარის ტრადიციაებს ვაგრძელებ და ჩემი შვილებიც ასე გააგრძელებენ.


მორიდებით ვკითხე რა გვარი ხართ მეთქი და მიპასუხა:


-ბერძენიშვილი, კოლხი მედეას შთამომავალი ვარ!

პ.ს. სახლში რომ მოვედი ჩემს შვილს ვკითხე კოლხი მედეა ვინ იყო აბა თუ იცი? 8წლის ვანომ მიპასუხა აიეტის ცოლი იყო, ბერძნისს. აი ის ოქროს საწმისისში რომ არის ნახსენები.






0
72
2-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა მოსიაშვილი
მაკა მოსიაშვილი
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0