x
image
ნინი_ნინჩო
რევოლუციის რომანტიკული სიმბოლო, რომლის სახესაც ყველა კუთხეში სცნობენ

ჩე გევარალათინოამერიკელი რევოლუციონერი, დაიბადა 1928 წელს, გარდაიცვალა 1967 წელს, 39 წლისა.


ერნესტო გევარა დე ლა სერნა არგენტინაში, ქალაქ როზარიოში დაიბადა. სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდა, როცა ლათინური ამერიკის ქვეყნებში ნანახმა გაჭირვებამ დაარწმუნა, რომ ხალხს სიღატაკისგან მხოლოდ რევოლუცია იხსნიდა. 1956 წელს ჩე გევარა ფიდელ კასტროს მოძრაობას შეუერთდა, რომელიც მიზნად ისახავდა კუბელი დიქტატორის, ბატისტას დამხობას.

გევარა მოხალისეთა რაზმს მეთაურობდა, ხოლო კასტოს გამარჯვების შემდეგ დიპლომატი და კუბის მთავრობის მინისტრი გახდა. გევარა სხვა ღარიბ ქვეყნებში რევოლუციის მოხდენაზე ოცნებობდა, ამიტომ აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში საიდუმლოდ იმოგზაურა. ბოლივიაში იგი სიკვდილით დასაჯეს. გარდაცვალების შემდეგ, ჩე გევარა რევოლუციის რომანტიკულ სიმბოლოდ იქცა, მის სახეს კი მსოფილოს ყველა კუთხეში სცნობენ.


“რევოლუცია არ არის მწიფე ვაშლი რომელიც თვითონ ჩამოვარდება, შენ თვითონ უნდა ჩამოაგდო ვაშლი. " - ერნეტო გევარა დე ლა სერნა.

0
24
3-ს მოსწონს
ავტორი:ნინი_ნინჩო
ნინი_ნინჩო
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0