x
image
ნინი_ნინჩო
როგორ გარდაიცვალა "ანა კარენინას" ავტორი
ლევ ტოლსტოილევ ტოლსტოი რუსეთის ერთ-ერთ წარმატებულ ოჯახში დაიაბადა 1828 წელს. სკოლაში არ უსწავლია, განათლება შინ მიიღო. შემდეგ ყაზანის უნივერსიტეტში შევიდა, მაგრამ სწავლა დროზე ადრე შეწყვიტა.

23 წლის ტოლსტოი კავკასიაში მდგარი საარტილერიო პოლკის ოფიცერი გახდა და ყირიმის ომში მიიღო მონაწილეობა. პირველი მოთხრობები ომის დროს დაწერა და თავისი ადრეული ცხოვრება აღწერა. “ბავშვობა" 1852 წელს გამოიცა, მას “ყრმობა" და სიჭაბუკე" მოჰყვა.

60-70 იან წლებში ტოლსტოი განათლებას იღრმავებდა, თან ჟურნალს გამოსცემდა და საბავშვო მოთხრობებს წერდა. სწორედ ამ პერიოდში, 1863 წლიდან 1869 წლამდე დაწერა “ომი და მშვიდობა", ნაწარმოები, რომელსაც, ბევრი მსოფლიოს უდიდეს რომანად თვლის. მასში 1812 წელს რუსეთში ნაპოლეონის შეჭრისა და წინა პერიოდის მოვლენებია აღწერილი. ტოლსტოის შემდეგი რომანი “ ანა კარენინა", გათხოვილი ქალის ტრაგიკული სიყვარულის ამბავი იყო. წიგნის დასრულების დროისთვის ტოლსტოის სულერი კრიზისი დაეწყო. მწერალი უმაღლეს არისტოკრატიას ეკუთვნოდა, მაგრამ ფუფუნებაში ცხოვრება აღარ შეეძლო, გლეხის უბრალო ცხოვრება სურდა. მას ჰყავდა ოჯახი, დიდ რომანებს წერდა, მაგრამ მაინც გრძნობდა, რომ საკუთარი თავისთვის ცხოვრობდა. ტოლსტოიმ ახალი რელიგიური ფილოსოფია შეიმუშავა, რომელიც მშვიდობას, სიყვარულსა და სადად ცხოვრებას ეფუძვნებოდა.

ერთ ღამეს მწერალმა შინიდან გაღწევის გადაულახავი სურვილი იგრძნო, სახლიდან გაიპარა, მაგრამ 10 დღის შემდეგ რკინიგზის სადგურზე პნევმონიით გარდაიცვალა. ლევ ტოლსტოი



ყველას სამყაროს შეცვლა სურს, მაგრამ არავინ ფიქრობს, საკუთარი თავი როგორ შეცვალოს." - ლევ ტოლსტოი

1
306
7-ს მოსწონს
ავტორი:ნინი_ნინჩო
ნინი_ნინჩო
306
  
2013, 20 აპრილი, 15:31
ტოლსტოი _ "იმის თქმა, რომ ერთი ადამიანი სიკვდილამდე გეყვარება იგივეა, რომ თქვა რომ ერთი სანთელი მანამ არ ჩაქრება, სანამ ცოცხალი ხარ"...
0 1 1