ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ენერგეტიკის მიმართულებით ევროპის კომისიის გენერალური დირექტორის მოადგილე ფაბრიციო ბარბოსას და ორგანიზაცია «ენერგეტიკული გაერთიანების» გენერალურ დირექტორ ჯენეზ კოპაჩს შეხვდა.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს აღნიშნულ ორგანიზაციაში ინტეგრაციის პერსპექტივები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობებზე შეთანხმდნენ.
მინისტრმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოსათვის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანება მნიშვნელოვანია და ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედს სწორედ ევროკავშირში ინტეგრაცია წარმოადგენს.
შეხვედრას ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვიც ესწრებოდა.