x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134626
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508796
ნიკოლას ვუიჩიჩი, ცხოვრება კიდურების გარეშე

image
ის მათი დიდი ხნის ნანატრი შვილი იყო. მამა მშობიარობას ესწრებოდა. მან დაინახა ახალშობილის მხარი. რა ხდება? მას ხელი არ აქვს. ბორის ვუიჩიჩმა მხოლოდ იმის მოფიქრება მოასწრო, რომ პალატა სასწრაფოდ უნდა დაეტოვებინა, რათა მის ცოლს მეუღლის სახის ცვლილება არ შეემჩნია. მალე მამასთან ექიმი მივიდა.
- ჩემი შვილი! მას ხელი არ აქვს?
- არა, თქვენს შვილს არც ხელები აქვს და არც ფეხები.
ექიმები დედას შვილს არ აჩვენებდნენ.
ორსულობა ნორმალურად მიდინარეობდა. გენეტიკურად ყველაფერი რიგზე იყო. თავდაპირველად დედა ახლოს ვერ იკარებდა ახალშობილს. ვერ იხუტებდა, ვერ აჭმევდა.- ''წარმოდგენა არ მქონდა როგორ უნდა წამეყვანა ბავშვი სახლში. რა გამეკეთებინა, როგორ მომეარა მისთვის''.
ნიკს მარცხენა მხარეს ტერფის მსგავსი წანაზარდი აქვს. ამის საშუალებით მან ისწავლა სიარული, ცურვა, კომპიუტერის მოხმარება, დაკვრა და წერა. ის გახლდათ პირველი ინვალიდი ავსტრალიის ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში.
- მასწავლებლების მხრიდან ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ვგრძნობდი- იხსენებს ნიკი. - მეორეს მხრივ, მართალია მყავდა ორი მეგობარი, რომელთანაც საერთო ენას ვნახულობდი, მაგრამ თანაკლასელებისგან გამუდმებით მესმოდა : <ნიკ, წადი!>, < ნიკ, შენ არაფერი არ იცი!>, <ჩვენ არ გვინდა შენთან მეგობრობა!>, < შენ არარაობა ხარ!>
“10 წლის ვიყავი, როდესაც კლასელებისგან დაცინვა ყელში ამომივიდა და თვითმკვლელობა გადავწყვიტე. როდესაც მივედი წყლით სავსე ავზთან, მივხვდი, რომ ჩემი მშობლებისთვის ჩემთან განშორება უფრო მტკივნეული იქნებოდა, ვიდრე ჩემთან ერთად ცხოვრება. ეს იყო პირველი და უკანასკნელი შემთვევა, როდესაც მე ვითმკვლელობაზე ვიფიქრე ».
19 წლის ნიკი უნივერსიტეტში ფინანსებს სწავლობდა. ერთხელ მას შესთავაზეს სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოსულიყო. ნიკს 7 წუთი ჰქონდა. უკვე 3 წუთის შემდეგ ნახევარი დარბაზი ტიროდა. ერთიო გოგონა ვერაფრით ჩერდებოდა. მან აწია ხელი და იკითხა შეიძლებოდა თუ არა სცენაზე ასულიყო და ნიკს მოხვეოდა. გოგონა ნიკის მხარზე გაუჩერებლივ ტიროდა.<ჩემთვის დღემდე არასდროს უთქვამთ რომ ვუყვარვარ, არ უთქვამთ, რომ ლამაზი ვარ ისეთი როგორიც ვარ. ჩემი ცხოვრება დღეიდან შეიცვალა>
გამოსვლის შემდეგ სახლში დაბრუნებულმა ნიკმა მშობლებს განუხადა, რომ იცოდა რითი უნდა დაკავებულიყო.
ამ დღიდან მოყოლებული ნიკმა სხვისი ცხოვრების შეცვლა დაიწყო. წელიწადში 10 თვე, 20-ზე მეტი ქვეყანა, 3 მილიონზე მეტი ადამიანი, სკოლებში, უნივერსიტეტებში, თავშესაფრებში, ციხეებში, სტადიონებზე... ნიკოლას ვუიჩიჩი ნამდვილ ორატორად იქცა. ის წელიწადში დაახლოებით 250-ჯერ გამოდის სიტყვით. ნიკი თავისი ცხოვრების ისტორიითა და რწმენით უამრავ ადამიანს ამხნევებს, მატებს ძალას და ეხმარება მოტივაციის ამაღლებაში. მას უთვალავი მოწვევები აქვს სხვადასხვა ქვეყნებიდან. მისი მოსმენა ყველას სურს.

image


" ერთხელ ჩემთან მოვიდა ახალგაზრდა ბიჭი. მან მითხრა <დღეს ხელში დანა მეჭირა და სარკეში ვიხედებოდი. ეს დღე ჩემთვის უკანასკნელი უნდა ყოფილიყო. შენ მე გადამარჩინე »
ნიკი ხელს ვერავის ართმევს, მაგრამ ის ათასობით ადამიანს ეხუტება.
2 წლის წინ მისი ცხოვრება კდიევ ერთხელ შეიცვალა, როდესაც 11 აპრილს მის აუდიტორიაში მისი მომავალი მეუღლე შევიდა. ამ დროს გოგონამ არ იცოდა ვინ იყო ნიკი, არ იცოდა, რომ ის უკვე მილიონერი იყო და მათი ისტორიაც ძალიან ურბალოდ დაიწყო. დღეს ნიკი 2 თვის შვილის მამა. ნიკს ძალიან უყვარს სპორტი, განსაკუთრებით ცურვა. აკეთებს ყველაფერს, რაც უნდა და აღწევს ყველა მიზანს, რომელსაც დაისახავს.
დღეს ნიკი 30 წლისაა და ამ დროის განმავლობაში მან მოიარა 44 ქვეყანა, შეხვდა 7 ქვეყნის პრეზიდენს და შეცვალა მილიონობით ადამიანის სიცოცხე.




ეს ადამიანი მსოფლიოს მაგალითი გახდა. ასე, რომ არ დანებდეთ ცხოვრებას და ყოველთვის ისწრაფეთ წინსვლისთვის. გმადლობთ ყურადღებისთვის.

2
1609
5-ს მოსწონს
ავტორი:Kurnosa7
Kurnosa7
1609
  
ბედნიერი მისი ცოლი...
2013, 16 აპრილი, 20:02
ცხოვრება ალერგიის გარეშე
0 1 2