x
image
worldsport.ge
ზაზა ფაჩულიასთვის მიმდინარე სეზონი დასრულდა

imageზაზა ფაჩულიასთვის მიმდინარე სეზონი დასრულდა. "ატლანტა ჰოუქსის" ქართველი ცენტრი შარლოტში მდებარე Mercy Hospital-ში იმყოფებოდა გამოკველვებზე დაზიანებულ აქილევსის მყესთან დაკავშირებით. მკურნალთა ჯგუფმა, ექიმ რობერტ ანდერსონის ხელმძღვანელობით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ზაზას ტრავმის სრული მორჩენისათვის ერთადერთი გზა ოპერაციის გაკეთება იქნება.
ამ მოვლენაზე კომენტარი უკვე გააკეთა "ჰოუქსის" გენერალურმა მენეჯერმა დენი ფერიმ: "შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე ექიმთა მიერ მიღებული გადაწყვეტილება სრულიად მართებული გახლდათ. ჩვენ გვინდა რომ ზაზა 100% ჯანმრთელი დაგვიბრუნდეს, ამისათვის კი სამწუხაროდ ქირურგიული ჩარევა აუცილებელი გახლავთ."
სავარაუდოდ ფაჩულია უახლოეს პერიოდში გაიკეთებს ოპერაციას, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრების კაპიტნის სარეაბილიტაციო პერიოდი სავარაუდოდ 6 თვეს გასტანს. აქედან გამომდინარე ფაქტიურად გამორიცხულია ზაზას ასპარეზობა 4-22 სექტემბერს სლოვენიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე.
შეგახსენებთ, რომ ფაჩულია 3 მარტის შემდეგ აღარ გამოსულა სათამაშოდ პარკეტზე. მან ნბა-ს მიმდინარე სეზონში 51 მატჩში მიიღო მონაწილეობა (15 სასტარტოში) და მისი საშუალო მონაგარი 21, 8 წუთში 5, 9 ქულა (47, 3 %სიზუსტე), 6, 5 მოხსნა და 1, 5 შედეგიანი გადაცემა გახლდათ.


გიორგი ბარბაქაძე

www.worldsport.ge

0
20
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0