x
image
worldsport.ge
იურგენ კლოპი: “ბაიერნი” ამ შაბათს ჩემპიონი ვერ გახდება”

imageდორტმუნდის “ბორუსიას” მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს სურს, რომ მიუნხენის “ბაიერნს” ამ შაბათს ჩემპიონის ტიტულის დაუფლების შანსი მოუსპოს.
მიუნხენელები გერმანიის ჩემპიონები 7 ტურით ადრე გახდებიან, თუ ამ შაბათს ისინი საკუთარ მოედანზე “ჰამბურგს” დაამარცხებენ, “დორტმუნდი” კი, “შტუტგარტთან” გასვლით მატჩში ქულებს დაკარგავს. მაგრამ ამ საკითხზე სხვაგვარად ფიქრობს დორტმუნდელთა თავკაცი და მან თავისი აზრი Ruhr-Nachrichten-ს გაუზიარა.
“დიდი სიამოვნებით მივულოცავ მიუნხენელებს ჩემპიონობას, მაგრამ ამის გაკეთება ამ შაბათს არ მომიწევს, რადგან ჩვენ “შტუტგარტის” დამარცხებას ვგეგმავთ” - განაცხადა კლოპმა.
დორტმუნდელებისთვის “შტუტგარტი” ბოლო წლებში ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქედ ჩამოყალინდა. უკანასკნელ 15 მატჩში, კლოპის შეგირდებმა ამ გუნდთან სულ ორჯერ მოახერხეს გამარჯვება.
“ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ “შტუტგარტი” ჩვენთან სათამაშოდ მუდამ განსაკუთრებული განწყობით გამოდის. მათთან თამაში მუდამ დაძაბულია” - დაამატა კლოპმა.
ბუნდესლიგის XXVI ტურის შემდეგ, “ბაიერნი” გათამაშების ცხრილს 69 ქულით ლიდერობს, ხოლო მეორე ადგილზე მყოფ “დორტმუნდს” 49 ქულა აქვს.


www.worldsport.ge

0
37
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0