x
მეტი
  • 09.05.2024
  • სტატია:134680
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508881
10 ფაქტი ანდრეს ინიესტაზე
ესპანეთის ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ნახევარმცველის 28 წლის ანდრეს ინიესტას კარიერაში, რამდენიმე საინტერესო ფაქტის აღმოჩენა შეიძლება.


1. სრულიად შესაძლებელი იყო, რომ ეხლა ინიესტას არა ბარსელონას არამედ მადრიდის რეალის ღირსება დაეცვა. ანდრესის ბავშვობაში, მშობლებმა თავად გადაწყვიტეს თუ სად იქნებოდა უკეთესი მათი შვილისთვის ფეხბურთის თამაში. საბოლოოდ არჩევანი ბარსელონას სასარგებლოდ გააკეთეს, ხოლო მადრიდის ვარიანტი დაბლოკეს, რადგან მათ არ მოეწონათ რაიონი სადაც რეალის კანტორა მდებარეობდა.


2. ინიესტას მშობლები ოფიციანტები იყვნენ ადგილობრივ ფუენტეალბილიაში. ანდრესმა, პირველი ოფიციალური კონტრაქტის შემდეგ მშობლებს სახლი უყიდა.


3. 2001 წელს 17 წლის ინიესტა, სერა ფერერმა ბარსეონას ვარჯიშზე მიიწვია, ახალგაზრდა ფეხბურთელმა ძირითადი შემადგენლობის გასახდელს ვერ მიაგნო და ჩათვალა რომ მას მწარედ გაეხუმრენ. როდესაც ინიესტამ სახლისკენ მიაშურა მას ლუის ენრიკე შეხვდა და ვარჯიშზე წაიყვანა.



4. ერთხელ ხოსეპ გუარდიოლამ ახსნა თუ რატომ ვერ აიღო ინიესტამ აქამდე ოქროს ბურთი: " ანდრესი არ ატარებს საყურეს, არ იღებავს თმას, არ ეხვევა სკანდალურ ისტორიებში. პრესისთვის ის არ არის იმდენად აქტუალური, როგორც სხვები, მაგრამ ჩემთვის ის მაინც საუკეთესო მოთამაშეა".


5. იმაზე, რომ ინიესტა არ არის ყველაზე პოპულარული მოთამაშე თავის სამშობლო ესპანეთშიც კი გვიამბობს ისტორია, რომელსაც ფეხბურთელები ყვებიან. 2010 წლის ჩემპიონატამდე რამოდენიმე ხნით ადრე, მომავალში ოქროს ბურთის ავტორთან, ერთ-ერთ კლუბში ქალი მივიდა, ინიესტა უკვე მზად იყო მისთვის ავტოგრაფი მიეცა ან სურათი გადაეღო, როდესაც ქალმა მას უთხრა: "ერთი კოლა თუ შეიძლება".


6. ინიესტას თავისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტშიც კი არ დავიწყებია გარდაცვლილი მეგობარი, ესპანიოლის ფეხბურთელი დანი ხარკი. როდესაც მან ჰოლანდიის ნაკრების კარში გოლი გაიტანა მაიკა გაიხადა და ყველას აჩვენა წარწერა: "შენ ყოველთვის ჩვენს გვერდით ხარ დანი ხარკ". სწორედ ამ მომენტის შემდეგ დასრულდა ომი ბარსელონასა და ესპანიოლის გულშემატკივრებს შორის.


7. მესი ერთადერთი ფეხბურთელი არ არის ბარსელონას შემადგენლობაში, რომელსაც შეუძლია დაამყაროს სხვადასხვა რეკორდი. ინიესტამ შეძლო და მიაღწია შესანიშნავ შედეგს. ბარსელონას შემადგენლობაში როცა ინიესტა მინდორზე იყო კატალონიელებს 51 თამაშის განმავლობაში არცერთხელ არ წაუგიათ. ინიესტამ ამ შედეგით ემილიო ბუტრაგენის რეკორდი დაამხო.


8. გასულ სეზონში ლა ლიგაში ინიესტა თვით მესიზე ხშირად ერთვებოდა შეტევაში, მთელ ჩემპიონატში მას მხოლოდ რონალდო თუ მიედრება.


9. ინიესტას გული ანა ორტისს ეკუთვნის. ისინი უკვე ოთხი წელია ერთად არიან ზაფხული კი მათი კავშირი კანონიერი გახდა. ანდრესს და ანას ჰყავთ შვილი ვალერია.


10. მესისა და რონალდოსგან განსხვავებით, ინიესტა არ არის განებივრებული პირადი ტიტულებით, გასულ 2012 წელს ის ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.image

3
158
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:სოფი სოფია
სოფი სოფია
158
  
2013, 30 აპრილი, 1:05
Unike? დამელაპარაკე ძია
2013, 28 მარტი, 15:49
მადლობა))
2013, 28 მარტი, 15:42
შესანიშნავი სტატიაა
0 1 3