x
image
მოზამბიკელი
"პახმელიაზე" გაცნობილი 4

image– რატომღაც გული დამწყდა ასე რომ წავიდა. . .
ოთახში ჩამოვარდნილი სიჩუმე დავარღვიე და სკამიდან წამოვდექი.
-ეხლა ნუ მოჰყვები შენებურად ბოლთის ცემას აბა რა გეგონა, ასე რომ ეღადავებოდი?
– რავიცი, მე მეგონა თვითონაც მეღადავებოდა, თან ცოლი ჰყავს...
– შენ მემგონი მაგაზე უფრო ნერვიულობ
გამომცდელი მზერით შემომხედა მეგობარმა.
– არა რას ვნერვიულობ, უბრალოდ თავი ცუდად ვიგრძენი, მისი სახე რომ დაგენახა. . .
– კაი "დაიკიდე", სანერვიულოდ არ ღირს.
მხარზე ხელი დამადო და თვალი ჩამიკრა.
მთელი დღის განმავლობაში უამრავი ვერსია განვიხილე საკუთარ თავთან, როგორ შეიძლებოდა მომეძებნა და ბოდიში მომეხადა, თან მალულად მზერას ჩემი მეგობრისკენ ვაპარებდი, მინდოდა დახმარება მეთხოვა, მაგრამ ვერ ვბედავდი, ვიცოდი მეტყოდა : "დაანებე თავი, მეტი დარდი არ მოგცა ღმერთმაო"
დღის ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი, რომ არ ღირს ფიქრი ცოლიან, თანაც ასეთ თვალებიან ბიჭზე, ბოლოს და ბოლოს არც ვიცი ვინაა, საერთდ რას წარმოადგენს...
– როგორ ფიქრობ მართლა ჰყავს ცოლი?
ფიქრებიდან ჩემი მეგობრის უეცარმა შეკითხვამ გამომიყვანა, თურმე ამ ხნის განმავლობაში ამაზე ფიქრობდა, შემცბარი სახით შევხედე და თავი გავაქნიე
– წარმოდგენა არა მაქვს.
– თუ მართლა ჰყავს ყოჩაღ მაგის ბიჭობას რაა, წავიდეს და თავის ცოლს მიხედოს, შენ რაღაც დაგდევს?
არაფერი მითქვამს, ჩემი მეგობრის გამოთქმულმა ეჭვმა დამაფიქრა, იქნებ მართლა არა ჰყავს ცოლი.
მთელი კვირა ვცდილობდი გამოსავალი მომეძებნა, ქუჩაში გაფაციცებული თვალებით დავეძებდი იქნებ კიდევ შემხვდეს მეთქი, მაგრამ ამაოდ... მერე ხელი ჩავიქნიე, რაც არის არის, რა საჭიროა ამდენი ხანი ფიქრი სრულიად უცნობ ადამიანზე . არ ვიცი რატომ მაგრამ გულის სიღრმეში იმედს არ ვკარგავდი რომ შევხვდებოდი, კიდევაც წარმოვიდგენდი ხოლმე ჩვენს შეხვდედრას და ფიქრებში წინასწარ ვალაგებდი სიტყვებს რას ვეტყოდი და როგორ მოვუხდიდი ბოდიშს .
ერთ საღამოს მე და ჩემი მეგობარი სამსახურში გვიანობამდე შემოვრჩით, მთელი დღე ყავაზე გადავატარეთ, საშინლად რომ მოგვშივდა მაშინღა მოვიფიქრეთ, დაგვერეკა და პიცა გამოგვეძახა, ნახევარ საათში მართლაც მოიტანეს, კარზე დააკაკუნეს და შიმშილისგან გამგელებული ვეცი კარებს, გავშეშდი. . .
წინასწარ მოფიქრებული სიტყვები კი უეცრად გამიფრინდნენ თავიდან, კარებში ლადუნა იდგა, პიცით ხელში. . .

0
70
3-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0