x
მეტი
  • 06.05.2024
  • სტატია:134642
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508836
საგიჟეთის ფანჯრიდან...

თავი I

ქვაფენილს
მტვრისა და შმორის სუნი ჰქონდა, ფილაქნის ყოველი ხაოიანი ნაწილი სახეს კაწრავდა, მას
ყავისფერი, ზონარშეხსნილი, მტვრით, დაფარული ფეხსაცმელი ეცვა, მუხლამდე შემოხეული შავი
შარვლის ტოტი, წვივთან დაცემისას მიღებულ ჭრილობას უფრო თვალსაჩინოს ხდიდა, მაისურს
რომელსაც მხოლოდ სალტეზე თუ ეტყობოდა თავის თავდაპირველი ფერი, მტვრისა და სისხლის ლაქებს შეეღება.


თვალი მძიმედ გაახილა და მალევე მოჭუტა, თითქოს
მწველ მზის სხივებს მისი თვალები ამოიღოთ მიზანში, ქუთუთოებს ისე ძლიერად აბჯენდა ერთმანეთს,
კაცი იფიქრებდა ბუდეში გამომწყვდეული თვალის კაკლები გაქცევას ცდილობდნენო, მას მხოლოდ
გამოფხიზლება სურდა, სურდა გაეხსენებინა ყველაფერი. წამოდგომა რამდენჯერმე სცადა მაგრამ,
თითქოს, ქვაფენილს თავის ცივი ხელები მძლავრად
შემოეჭდო წელზე და გულში იკრავდა, მხოლოდ რამოდენიმე წარუმატებელი ცდის შემდეგ მოახერხა
იქვე ხელის ფათურით ამაღლებულ ადგილი მოეძებნა და ჩამომჯდარიყო. რამდენ ხანს იყო ქვაფენილზე
გართხმული ან რამდენ ხანს იჯდა კიბეზე არ ახსოვს, უკანასკნელი რაც მის მეხსიერებას
შემორჩა ის არის, რომ სწრაფად მიმავალი ეტლიდან გადმოაგდეს და დაცემისთანავე დაკარგა
გონება. ცდილობდა გაეხსენებინა ვინ ან რატომ ჩაიდინა ეს, მაგრამ ამაოდ. მეხსიერებას
შემორჩენილი ეტლის ბორბლებისა და ცხენის ფლოქვების საშინელი ხმაური უმღვრევდა გონებას.
ეს არის ის მცირედი რისი გახსენებაც შეძლო ამ ბურუსით მოცული საქმიდან.


ის იყო სუსტი, მაღალი მამაკაცი წითური თმით, თმის
სველი ბოლოები მტვრით შეფერილიყო, მარჯვენა წარბიდან ლოყამდე შემხმარი სისხლის ლაქა
ეტყობოდა, თვალები ჭაობის ფერი ჰქონდა, ცხვირი
კეხიანი და დარტყმისგან ოდნავ გადახეხილი, ტუჩები წითელი და პატარა ფორმის, სახე შეწვერილი,
ნიკაპი წაგრძელებული, წვერი იმდენად ღია ფერის,
რომ ადვილი იყო მის ქვეშ დამალული ჭორფლის
შემჩნევა, შესიებული ვენები ლურჯ მდინარეებად მიიკლაკნებოდნენ მის თეთრ და სუსტ მკლავებზე,
არათითზე ძველი, გაცვეთილი, ვერცხლისფერი ბეჭედი ეკეთა, გრავიურით „ჩარლზს სიყვარულით“



მას ჩარლზი ერქვა.





გაგრძელება იხილეთ ხვალ...

image

0
13
1-ს მოსწონს
ავტორი:გურამ ფრესკაული
გურამ ფრესკაული
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0