x
ავსიტყვაობა,სულხან-საბადან დღემდე


ავსიტყვაობა ადამიანის მანკიერი თვისებაა, რომელსაც ხშირად სავავალო შედეგამდე მიჰყავს ადამიანი.ეს თვისება, სამწუხაროდ ოდითგანვე დამახასიათებელი იყო კაცობრიობისთვის და ჯერაც, კი აქტუალურ პრობლემად ითვლება.
სულხან-საბა ორბელიანის წიგნში "სიბრძნე სიცრუისა", კერძოდ კი, იგავში "მეფე და ავსიტყვა", ოსტატურად აქვს გადმოცემული ამ პრობლემის არსი.
პერსონაჟების სახეები და ბუნება კონსტრასტულია ტექსტში იგრძნობა სულხან-საბას მჭევრმეტყველური თქმისა და მისი გამოხატვის საშუალებანი. "ჰყვა ერთი კაცი ავსიტყვა, რომე მისის პირით კარგი სიტყვა არ არმოვიდის."
ავსიტყვა ნეგატიურ დამოკიდებულებას იწვევს მკითხველში, რადგან ის მხოლოდ სიავაის მქმნელია საზოგადოებისთვის, კერძოდ, კი მეფისთვის.ტყუილად კი, არ ამბობს დიდი შოთა რუსთაველი:"ავსა კაცსა, ავი სიტყვა ურჩევნია სულსა გულსაო."
სწორედ ასეთია სულით დამდაბლებული ადამიანი, რომელიც მხოლოდ ტკივილის მიყენებას სცდილობს ადამიანებისთვის.
"კაცთმაწყინარი", ასეთი შესატყვისი მოუძებნა მწერალმა "ავსიტყვას", სწორედაც, რომ ადეკვატური შესატყვისია პერსონაჟისათვის.
სხვადასხვა ეპითეტებს იყენებს მწერალი ავსიტყავს ბუნების გადმოსაცემად "ყიამყრალი", რაც მის ბოროტ ბუნებაზე მიგვანიშნებს.
ამრიგად, ავსიტყვაობა და სიმყრალე ერთ-ერთი უდიდესი ბოროტებაა, კაცთა საწყენად და საზიანოდ მიღებული, მაგრამ, როგორც სულხანი ამბობს:"ამგვარის კაცის სიტყვა ვერას იქმნს, თუმც ბედმან არ უყოს კაცსა, ასეც თქმულა:"ბედი მომეც და ნეხვთა დამფალო."

0
805
შეფასება არ არის
ავტორი:აბსტრაქციონიზმი
აბსტრაქციონიზმი
805
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0