x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134619
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508793
„ზიზუ“
ზინედინ იაზიდ ზიდანი_მეტსახელად "ზიზუ".


როგორ დაიწყო და დასრულდა ლეგენდა სახელად "ზიზუ"...

image











ეს დიდი ხნის წინ იყო, 2006 წლის 7მაისს, ეს ყველა მადრიდის რეალის ქომაგისთვის, დასამახსოვრებელ თარიღად იქცა, რადგან ამ დღეს გუნდი ზინედინ ზიდანმა დატოვა.



" მე არვიცი არსებობს თუ არა სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ არ არსებობს ფეხბურთი ზინედინ ზიდანის გარეშე.მე ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა მართო ბურთი ისე, როგორც ამას ზიდანი აკეთებდა.იგი იყო უცხო პლანეტელი ფეხბურთში.მადლობა ზიდან, რომ მასწავლე როგორ უნდა იცხოვროს ნამდვილმა ადამიანმა"– წერდა As_ ჟურნალისტი.


image


ზიდანი 2001წელს გადავიდა მადრიდის რეალში. საკმაოდ საინტერესოდ მოხდა მისი სამეფო გუნდში გადმოსვლა, ერთი უბრალო ხელსახოცის "დახმარებით". მაშინ როცა, "ფიფა"_ს მიერ გამართულ საღამოზე, მადრიდის რეალის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ზიდანს ხელსახოცი გაუწოდა, რომელზეც ფრანგულად ეწერა: "გსურთ ითამაშოთ რეალში"?, გაღიმებული ზიდანი და პასუხი ინგლისურად : "yes".

პერესმა პირველად ზიდანი 1998 წლის 12 ივლისს, "სტად დე ფრანსზე" ნახა, სადაც მეუღლესთან ერთად ადევნებდა მატჩს თვალს."ზიზუმ" 27წუთზე გახსნა ანგარიში და სწორედ მაშინ დაპირდა პერესი მეუღლეს, რომ თუ ის მადრიდის რეალის პრეზიდენტი გახდებოდა ამ ფეხბურთელს იყიდიდა. 2001 წელს მან გაიმარჯვა არჩევნებში და გუნდის პრეზიდენტობა იტვირთა, მეუღლისთვის მიცემული პირობაც არ დაივიწყა და ასე გახდა ზიზუ მადრიდისტა. იმ დროისთვის ეს იყო ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი, რელმა იუვენტუსს ზიდანში 75მილიონი გადაუხადა.

image

ზიდანის ბოლო მატჩი გუნდში, სანტიაგო ბერნაბეუზე შედგა, სადაც რეალი ვილიარეალს მასპინძლობდა. ეს ყველაზე ემოციური მატჩი იყო გულშემატკივრებისთვის და თავად ფეხბურთელისთვის, სტადიონი სავსე იყო მადლიერი გულშემატკივრით, რომლებიც მთელი თამაძის განმავლობაში ზიდანის სახელს სკანდირებდნენ, მადლობას უხდიდნენ ფეხბურთელს, რომელმაც ფეხბურთში, თავისი თამაშით, შექმნა ეპოქა, რომელსაც მისი სახელი დაერქვა.


ბოლო მატჩში მან გოლიც გაიტანა და საფინალო სასტვენის შემდეგ, მთელი სტადიონი, ფეხბურთელები, ოჯახის წევრები, თვალცრემლიანი აცილებდნენ მას მოედნიდან. ეს ნამდვილად იყო ზინედინ ზიდანის დღე, დღე როცა უკანასკნელად მოირგო "სამეფო კლუბის" თეთრი მაისური, როგორც მისმა ერთ-ერთმა ფეხბურთელმა.


2
142
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნანა სვანაძე
ნანა სვანაძე
Mediator image
142
  
2013, 22 მარტი, 22:24
ზიზუ ყველა დროის საუკეთესო ფეხბუთელია
2013, 21 მარტი, 17:40
კარგი სტატიაა.ზიდანი ჩემი საყვარელი ფეხბურთელია.
0 1 2