x
მეტი
  • 26.05.2024
  • სტატია:134883
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509300
თავხედი მათხოვრები თბილისი მეტროში


დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენთაგანს უწევს მეტროთი მგზავრობა. ვისაც ავტომობილები გყავთ და აზრზე არ ხართ, რა ხდება მიწისქვეშეთში, მე გეტყვით. მეტროში ერთი დღე, დაახლოებით, ასეთია: ჩადიხარ, ირჩევ ორი ბაქანიდან ერთ–ერთს, შედიხარ დროულად (თუ კაი ხნის ლოდინის შემდეგ) მოსულ მატარებელში და ცირკიც იწყება: ვაგონის თავში გამოჩენილი აჩაჩულ–დაჩაჩული, წვინტლიანი და ჭუჭყისგან გაშავებული ზრდასრული მათხოვარი ტრადიციული ტექსტით იწყებს: "დამეხმარეეთ, პურის ფული არ მააქვს, დედა მყავს ავაად, არ გატყუებთ, ხალხნოო". შემდეგ აკეთებს ჩამოვლას ან ნახევრად გაშლილი ხელით, ან პლასტმასის ჭიქით (არიან ისეთებიც, ვისაც ხელში ხატი უჭირავს, პირჯვარს იწერს, თუმცა სარწმუნოება რა არის, აზრზეც არაა).ხშირ შემთხვევაში, სპეციალურად გიდგება წინ და თუ ხურდას არ მისცემ, ისე გიყურებს, აქეთ გრძნობ თავს მათხოვრად. ნუ, ეს არის ზოგადი სიტუაცია. საშინელება აქ ისაა, რომ ზოგ მათგანს თვეების ჩვილი უჭირავს ხელში და ისე მათხოვრობს, უფრო სწორედ, ამ ახალდაბადებული სიცოცხლით სპეკულიანტობს... მათხოვრების თითქმის, 70%–ი პატარა ბავშვები არიან, რომლებიც მოგროვებულ თანხას შემდგომში უფროსებს აძლევენ. ზოგი მათგანი "არენდითაა" მიბარებული მისივე დედის მიერ სხვა მათხოვარ ქალზე, ანუ "გაქირავებული" ჰყავს პატრონს... მეტი ტრეფიკინგი რა გინდათ?! ეს ბავშვები მისახედები არიან! თავხედი მათხოვრების შემოტევას როგორმე გავუძლებთ მგზავრები, მაგრამ ბავშვებმა რა დააშავეს?! მიხედეთ ამ პატარებს! ათასი ჯიშის "ენჯეო" მარტო პოლიტიკურს რომ "აწვება", ამ ბავშვების უფლებებს არ უნდათ დაცვა?! ყველა მათგანი ტრეფიკინგის და მათზე განხორციელებული ძალადობის მსხვერპლია! ხოდა, გამოფხიზლდით!!!image

14
186
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კოჰაბიტაცია პლიაჟზე
კოჰაბიტაცია პლიაჟზე
186
  
2013, 25 მარტი, 17:29
მარტო თბილისში ითხოვენ მოწყალებას უტიფარი თვალებით:)
2013, 21 მარტი, 12:10
:)))))) მოკლედ დაზარალებულები ვართ რაააა :)))))
2013, 20 მარტი, 23:15
მარტო მეტროში?სადარბაზოებშიც დადიან და კარდაკარ აკაკუნებენ.ერთხელ მარტო ვიყავი და ფული არ მქონდა.რომ დამიკაკუნეს აქეთ ბოდიში მოვუხადე,არა მაქვს ფული მეთქი.იცით რა მიპასუხა? ყვავმა დაგწყევლოსო.რომ გავმწარდი მეც მივაძახე ყვავმაც დაგწყევლოს და ყორანმაც მეთქი და კარები მივუბრახუნე ცხვირწინ.
უი, ტავტოლოგია გამომივიდა :))) "როგორც მინიმუმ" ორჯერ დამიწერია :)))
არასწორად გამიგია ესეიგი შენი მიმართვა... ნუ, რგორც მინიმუმ, მეტრო მუნიციპალური ტრანსპორტია და აქედან გამომდინარე, მერიამ უნდა შეიბერტყოს ამაზე ყური, როგორც მინიმუმ. იმედია, მიხედავენ ამ საკითხს.
2013, 20 მარტი, 20:05
მაპატიე სტატიამ გამაცეცხლა :)))))))
2013, 20 მარტი, 20:03
მე მაგათზე ვთქვი უგულოები არიანთქო
2013, 20 მარტი, 20:02
საქმეც ეგაა რომ არ არსებობს მაგის შესაბამისი სამსახური კაცი შვილი ხმას არ იღებს
2013, 20 მარტი, 20:01
ჩემი აზრით ვისაც სად შეუძლია იქ უნდა გააპროტესტოს. ეს უგულობა არ არის, უგულობა ის არის რომ ამ ბავშვებს არავინ აკონტროლებს და მათი მშობლები მათ მათხოვრის დაღს ადებენ და მთელ ცხოვრებას უნადგურებენ, უგულობა არის ის ვინც ამ ბავშვებს ფულს აძლევს და მათ მშობლებს ახეირებს რათა ხვალ ისევ გამოაგდოს ბავშვი საშოვარზე!!!!!
ხო, მასე ხდება ძირითადად :/ თუ არ მისცემ ფულს, შეიძლება გაგლანძღონ კიდეც :/ უნდა მიხედოს ამ ამბავს შესაბამისმა სამსახურმა.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10