x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134617
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508782
რეალი-გალათასარაი, ჯერ ყველაფერი წინ არის!
image
















გალათასარაის ნახევარმცველს, "ჰამიტ ალტინტოპს" ისევ მოუწევს თავის ყოფილ გუნდთან შეხვედრა, ეს თავიდან შალკე იყო, ახლა კი გალათასარაი რეალს დაუპირისპირდება.

"ევროთასზე ძალიან ძნელია რაიმე საჩუქარს დაელოდო მოწინააღმდეგე გუნდისგან"- განაცხადა რეალის ყოფილმა თავდამსხმელმა ემილიო ბუტრაგენიომ.

"არასდროს არ იცი რა როგორ დამთავრდება- დაამატა რეალის დირექტორმა, რა თქმა უნდა ფურცელზე ზოგი გუნდი ძლიერი გვეჩვენება ზოგი კი სუსტი, მაგრამ ფეხბურთში და მით-უმეტეს ასეთ ჩემპიონატში იოლი გამარჯვებული არ არსებობს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენს მოწინააღმდეგეს. ეს ძალიან პრესტიჟული ტურნირია, რომელშიც არიან ძალიან ძლიერი გუნდები, ნებისმიერი უიღბლობა, ნებისმიერი შეცდომა და შენ შეიძლება დაემშვიდობო ჩემპიონთა ლიგას".



გალათასარაი ადრეც შეჰხვედრია მადრიდულ გრანდს, 2001-წელს. რეალი გალათასარაის ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდა, პირველ მატჩში რეალმა წააგო ანგარიშით 2-0, მადრიდელების კარს ამ მატჩში ახალგაზრდა იკერ კასილასი იცავდა, ხოლო შემდეგ დაპირისპირებაში რეალმა გალათასარაის სძლია ანგარიშით 3-0.

ამ მატჩებში მონაწილეობას იღებდა, რეალის ყოფილი მცველი "აიტორ კარანკა", რომელიც დღეს დღეობით მოურინიოს თანაშემწეა მადრიდელთა მწვრთნელთა შტაბში. "არ არის სწორი იმაზე ფიქრი, რომ გალათასარაი ადვილი დასამარცხებელი იქნება"- განაცხადა კარანკამ.

8
47
13-ს მოსწონს
ავტორი:DDEMO
DDEMO
47
  
2013, 17 მარტი, 15:39
სნეიდერის არ მესმის უბრალოდ, ნუთუ ევროპული სუპრეკლუბები არ ერჩივნა ? მანჩესტერს უნდოდა ძალიან ყიდვა და იქ არ გადავიდა
2013, 17 მარტი, 15:38
უკაცრავად :D
2013, 17 მარტი, 15:38
ეგ კი მართალია , მართლა კარგი ფეხბურთელები იყიდა :)))
2013, 17 მარტი, 15:37
კომენტარი აბრაგს დავუწერე. როგორც მახსოვს ისიც რეალის ფანია ჩემსავით
2013, 17 მარტი, 15:33
არ ვდარდობ :D უბრალოდ გალათასარაი ძალიან მომწონს დროგბა რიერა სნეიდერი და ალტინტოპი რომ ჰყავთ ასევე კარებში მუსლერა :)
2013, 17 მარტი, 15:32
ნუ დარდობ , თურქებს ორივე მატჩში გაანადგურებს რეალი :)))
2013, 17 მარტი, 15:31
ტყულია !!! 2001 წელს პირველ მატჩში გალათასარაიმ 3:2 მოიგო და არა 2:0. რეალი უგებდა 2:0 და შემდეგ 3 გოლი გაიტანა გალათასარაიმ . საპასუხ მატჩში კი ნამდვილად 3:0 მოიგო მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო გუნდმა :))))
2013, 17 მარტი, 13:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 8