x
ლონდონი-მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საბანკო-საფინანსო და ტურისტული ცენტრი

image ლონდონი საბანკო-საფინანსო საქმიანობის ერთ-ერთი უმსხვილესი ცენტრია ნიუ-იორკსა და ტოკიოსთან ერთად. მისი ფინანსური ინსტიტუტების ბიზნესი და პოტენციალი გლობალური ხასიათისაა. ლონდონი მსოფლიოს ფინანასურ დედაქალაქადაა იღიარებული. ფინანსურ დაწესებულებათა უმეტესობა თავს იყრის ლონდონის სითისა და ოკლენდის რაიონებში. ლონდონის სითიზე მოდის მთელი დედაქალაქის ნშპ_ის13%. სითის ფინანსური სტრუქტურა აერთიანებს ინგლისის ბანკს, ლოიდზის სადაზღვეო ბაზარს, კომერციულ ბანკებსა და უცხოური ბანკების ქსელს.ბრიტანეთის დედაქალაქი უცხოური ბანკების კონცენტრაციისუმსხვილეს ადგილს წარმოადგენს მსოფლიოში. აქ 80_ზე მეტი ქვეყნის 500_ზე მეტი ბანკი მოქმედებს. დღეისათვის ლონდონში უფრო მეტი აშშ და იაპონური ბანკი ფუნქციონირებს ვიდრე ნიუ-იორკის უოლსთრითსა და ტოკიოში. საბანკო ბიზნესის მრავალი წარმომადგენელი საუკუნეების სიღრმეში იღებს სათავეს, მაგალითად სადაზღვეო ფირმა ლოიდზი 1680 წელს დაარსდა, 14 წლის შემდეგ კი-ინგლისის ბანკი, ხოლო რაც შეეხება მსოფლიოში ცნობილ ლონდონის საფონდო ბირჟას, ის 1802 წლიდან მოქმედებს. ლონდონი მსოფლიო ტურისტული ინდუსტრიის აღიარებული ცენტრია თავისი მსოფლიო მნიშვდნელობის ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლებით (თაუერი, წმიდა პავლეს ტაძარი, უეთმისთერის სააბატო და ა.შ.), მუზეუმებით (ბრიტანეთის მუზეუმი, ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმი/ მეცნიერების მუზეუმი და ა.შ), კინოთეატრებით, თეატრებით, ოპერებით (მსოფლიოში სახელ განთქმული ქოვნთ გარდენი და ინგლისის ეროვნული ოპერა), განსაკუთრებული ტრადიციებით (ბაქინგემის სასახლის დაცვის გამოცვლის ცერემონიალი, პარლამენტის გახსნის სახელმწიფო ცერემონიალი და ა.შ), სავაჭრო ქუჩებითა და ცენტრებით(ჰეროდზი, რიჯენისა და ოქსფორის სთრითი), პარკებით (ჰაიდ პარკი, რიჩმონდ პარკი, სენთ ჯეიმს პარკი და ა.შ). ლონდონი მილიონობით ტურისტს იზიდავს.

0
252
1-ს მოსწონს
ავტორი:ნოდო ხუციშვილი
ნოდო ხუციშვილი
252
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0