x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
ქართველი, მსოფლიოსა და იაპონიის ჩემპიონი

imageთავადაც აღიარებს, რომ საქართველოში ძალიან ცოტა იცნობს... არადა, 21 წლის ასაკში ტარიელ ნიკოლეიშვილმა იმდენი მოასწრო, ბევრი მთელი კარიერის განმავლობაში უშედეგოდ რომ ოცნებობს: არის საერთაშორისო კლასის, სპორტის ოსტატი. მსოფლიოს 2011 წლის აბსოლუტური ჩემპიონი კიოკუშინ-კარატეში, იაპონიის აბსოლუტური ჩემპიონატის გამარჯვებული. აღსანიშნავია, რომ იაპონიის აბსოლუტური ჩემპიონატის 43-წლიან ისტორიაში ტატო ნიკოლეიშვილი პირველი უცხოელია, ვინც გაჩემპიონება შეძლო.


ახალგაზრდა კარატისტი წარმოშობით, წყალტუბოდანაა, ოჯახთან ერთად 15 წელიწადია მოსკოვსი ცხოვრობს. სკოლაშიც არ დადიოდა, მამამ შოტოკან კარატის სექციაში რომ მიიყვანა. 11 წლის ასაკში კიოკუშინ კარატეთი დაინტერესდა და მისთვის დღემდე არ უღალატნია, ყველა წარმატებას, სწორედ ამ სახეობაში მიაღწია...

ტატო რუსეთის სამშენებლო უნივერსიტეტში სწავლობს. შეჯიბრებზეც რუსეთის სახელით ასპარეზობს. უკვე სახელმოხვეჭილი კარატისტი საქართევლოში ხშირად ჩამოდის, ზაფხულის არდადეგებს ძირითად სამშობლოში ატარებს. ყველაზე მეტი მეგობარი დღესაც აქ ჰყავს...

0
101
9-ს მოსწონს
ავტორი:FABIO
FABIO
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0