x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
კახა კალაძეს ფეხბურთიდან მაისის ბოლოს გააცილებენ

კახა კალაძის ფეხბურთიდან გაცილების მატჩი მაისის ბოლოს გაიმართება. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა "რუსთავი 2"-ს დაუდასტურა, რომ კონკრეტული თარიღი ჯერ უცნობია, მაგრამ როგორც კი დათბება, ეს შეხვედრა აუცილებლად გაიმართება.
"დინამო" (კიევი), "მილანი", "ჯენოა" - კახას ამ უცხოურ კლუბებში უთამაშია დიდ ვარსკვლავებთან ერთად. განსაკუთრებით კი, რა თქმა უნდა, "მილანში". ასე რომ, თავად წარმოიდგინეთ, რა დონის ვარსკვლავები ჩამოვლენ თბილისში. ისინი კახას დააფასებენ და ქართველ გულშემატკივარსაც გაახარებენ.
ბევრ ვარსკვლავს კარიერა დასრულებული აქვს, ბევრი ისევ თამაშობს და ვნახოთ... ყველა ვარიანტში, ზეიმი იქნება.
"სტუმრები იმ გუნდებიდან იქბნებიან, სადაც ვითამაშე წლების განმავლობაში და დიდ წარმატებას მივაღწიეთ. საკლუბო დონეზე ყველაფერი მოვიგეთ. ქართველ გულშემატკივრებს დავპირდი, რომ მატჩი აუცილებლად გაიმართებოდა და ეს შესრულდება. ადრეც მსურდა ჩატარება, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, არ მომცეს საშუალება" - თქვა კალაძემ.
მატჩი ან "დინამო არენაზე", ან "მიხეილ მესხზე" გაიმართება.

ამ ვიდეოში, გთავაზობთ კახა კალაძის იმ 13 გოლს რომელიც მილანში გაიტანა .

image

0
58
10-ს მოსწონს
ავტორი:FABIO
FABIO
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0