x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
9 მარტს ირაკლი აბუსერიძის გამოსათხოვარი მატჩი გაიმართება

image- რაგბის მოყვარულებს ალბათ ეცოდინებათ, რომ შაბათს, 9 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ბორჯღალოსნები 2013 წლის ევროპის ერთა თასის მორიგ მატჩს გამართავენ, ჩვენი მეტოქე კი ესპანეთის ნაკრები იქნება, რომელთანაც რევანში გვაქვს ასაღები ჰეიგის დებიუტის "ჩამწარებისთვის". აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ეს მატჩი იქნება ბორჯღალოსნების კაპიტნისათვის გამოსათხოვარი მატჩი. როგორც ცნობილია ირაკლი ამ მატჩს სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს და ამ მატჩით იგი 85-ე ბორჯღალს მოიპოვებს, რითაც იგი საქართველოს ნაკრების რეკორდსმენია. როგორც მოგეხსენებათ ირაკლი აბუსერიძე ბორჯღალოსნების, ბოლო წლებში, შეუცვლელი კაპიტანი და ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბეა, რაც კიდევ ერთი მიზეზია, რომ ესპანეთთან მატჩი ერთგვარ ზეიმად იქცეს, როგორც ლამაზი თამაშით და რა თქმა უნდა გამარჯვებით, ასევე გულშემატკივარის სიმრავლით და მხარდაჭერით.

1
28
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
28
  
2013, 8 მარტი, 19:34
გული დამწყდა
0 1 1