x
მეტი
  • 23.05.2024
  • სტატია:134845
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509240
როგორ მოვამზადოთ ნუტელა ოჯახურ პირობებში
image


ეს რეცეპტი ყველას გამოგადგებათ ვისაც გიყვართ სასუსნავის მირთმევა განსაკუთრებით მაშინ თუ თქვენ ხართ დედა და გინდათ თქვენი პატარების გახარება ამ მშვენიერი სასუსნავით რასაც სახელად ნუტელა ჰქვია. მისი დამზადება დიდ ხარჯებს არ მოითხოვს მიზერული თანხით შეგიძლიათ გაახაროთ თქვენი პატარები .

რეცეპტი:

1 ჭიქა რძე, 1 ჭიქა შაქარი, 2ს/კ პურის ფქვილი, 3ს/კ კაკაო, 100გრ კარაქი



ეხლა კი რაც შეეხება მომზადებას დავიწყოთ მომზადება,

ავიღოთ შაქარი მოცემული რაოდენობით, დავამატოთ კაკაო, შემდეგ დავამატოთ ფქვილი და კარგად ავურიოთ, შემდეგ დავამატოთ ნელთბილი რძე და ისევ ავურიოთ, შემდეგ დავდგათ გაზქურაზე, განუწყვეტლივ ვურიოთ რათა არ ჩაეკროს ფსკერზე, მორევა გავაგრძელოთ 5 წუთი, შემდეგ დავამატოთ კარაქი, შემდეგ გავაჩეროთ გაზქურაზე სანამ კარაქი არ გადნება და მასა ელასტიური არ გახდება, ამ ხნის განმავლობაში კი კვლავაც უწყვეტად ვურიოთ. ყველაფერი იმდენივე უნდა მივცეთ რაც რეცეპტში წერია. გმადლობთ ყურადღებისთვის გემრიელად მიირთვით.

10
11188
16-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ტოპი
ტოპი
11188
  
2014, 18 მარტი, 17:24
კარგი რეცეპტია,დიდი მადლობა :) ლერწმის შაქარი გუდვილში ვნახე ვიყიდი და მოვამზადებ, ერთი თხოვნა მაქვს თუ არ შეწუხდებით ის უძლიერესი საიტი მითხარით სადანაც ეს გადმოთარგმნეთ :)
2013, 20 ოქტომბერი, 3:56
ნუტელა მაგრა მიყვარს....
2013, 8 ივლისი, 22:56
ძაან გემრიელი იყო... ვისაც გავასინჯე ყველა მოეწონა, მეც ძალიან მომეწონა,უგემრიელესი იყო
2013, 1 მაისი, 1:59
საინტერესოა
2013, 12 მარტი, 2:25
აი ნუტელას მომზადების წესი, ეს სცადეთ, გადმოვთარგმნე პირდაპირ ერთერთი უძლიერესი კულინარიული საიტიდან:
150გრ თხილი
100 გრ ლერწმის შაქარი
240 მლ რძე
1 სუფრის კოვზი ზეთუნის ზეთი
1/4 ფორტოხლის კანი გახეხილი
300 გრ შავი 70% იანი შოკოლადი
გაადვნეთ შოკოლადი ცხელ წყალში ანუ დაამტვრიეთ მოთავსეთ რაიმე ჯამში, და ჯამი ჩადგით ცხელ წყალში, მოხალეთ თხილი აირღუმელში, გააცალეთ კანი,დაელოდეთ გაცივებას, შემდეგ ჩაყარეთ მიქსერში თხილი, ზეთი, შაქარი, ფორთოხლის კანი, გამდნარი შოკოლადი, და ნელნელა ამატეთ რძე, სანამ არ მიიგებთ ერთგვაროვან თხევად მასას...
ფორთოხალი შეგიძლიათ შეცვალოთ ცოტა მწარე წითელი წიწაკით, ან ორი სუფრის კოვზი ბრენდით.
დამერწმუნეთ შოკოლადის და წიწაკის კომპოზიცია ძალიან კარგია
გემრიელად მიირთვით!!!
2013, 9 მარტი, 11:09
მე მაგრა მომეწონა გავაკეთედა სუპერია მაგრამ ერთი ნაკლი აკვს სულ ჭამო გინდაააააააა
2013, 8 მარტი, 21:12
როდესაც თხილის კრემი მზეზე დადნა, მაშინ მოუვიდა ფერრეროს იდეა რომ თუ მას ცოტა კაკაოს და რძეს დაუმატებდა შეიძლებოდა რაღაც კარგი კრემი მიეღო, ამიტომ ნუტელას მთავარი შემადგენლობა თხილის კრემია...
2013, 7 მარტი, 23:26
ოჯახურ პირობებში ეგრე მზადდება, და შენ მაღალტექნოლოგიურად თუგინდა სხვა საკითხია.
2013, 7 მარტი, 20:38
ნუტელა თხილის კრემით არის დამზადებული, რაც აქ არ არის ნახსენები, ავტორო თუ არ იცი ნუ წერ მაინც :@
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10