x
მეტი
  • 02.05.2024
  • სტატია:134592
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508719
სიცრუის ფსიქოლოგია

imageსხეულის ენა არ ცრუობს, მაშინაც კი როცა ის
უკვე სამარეშია, ექიმი ლაითმანი, სიცრუის თეორია"

ბუნებაში არ არსებობს ორი ერთნაირი ადამიანი. ყველა
განვსხვავდებით ერთმანეთისაგან, განსხვავებულად ვხედავთ, განსხვავებულად გვესმის და ვფიქრობთ. ასევე განსხვავებულად ვცრუობთ. ამიტომ არ არსებობს სიცრუის სტანდარტული ჟესტების
კრებული რომლითაც შეგვეძლებოდა ხელმძღვანელობა.
ჭეშმარიტება სადღაც მარცხნივაა!
სიცრუისას ვცდილობთ თავი გავაკონტროლოთ და ვიძაბებით.
დაძაბულობა შეიძლება იყოს აშკარა ან ფარული, მაგრამ დაძაბულობის შემჩნევა ადვილია თუ დავაკვირდებით სხეულის მარცხენა მხარეს. მარცხენა მხარე უფრო რთულად კონტროლირებადია ვიდრე მარჯვენა. ეს იმით აიხსნება, რომ სხეულის მარცხენა და მარჯვენა მხარეებს ჩვენი ტვინის სხვადასხვა ნახევარსფეროები მართავს.
ტვინის მარცხენა ნახევარსფერო მეტყველებაზე და გონებრივ ქმედებებზე არის პასუხისმგებელი. მარჯვენა – ემოციებზე და წარმოსახვის უნარზე. ვინაიდან და რადგანაც მართვითი მაკავშირებლები იკვეთებიან, ამიტომ მარცხენა ნახევარსფეროს მოშაობა აისახება სხეულის მარჯვენა მხარეს, ხოლო მარჯვენა – მარცხენაზე.
სხეულის მარჯვენა მხარეზე აისახება, ის რაც გვინდა ვანახოთ
გარშემომყობთ, ხოლო რასაც ნამდვილად ვგრძნობთ
– მარცხენა მხარეზე. მაგალითად თუ ადამიანი არ არის ცაცია, მაგრამ მაინც აქტიურად ჟესტიკულირებს მარცხენა ხელით სავსებით შესაძლებელია, რომ ის ცრუობს, განსაკუთრებით
თუ მარჯვენა ხელი შედარებით პასიურია მოცემულ მომენტში. ნებისმიერი შეუსაბამო ქმედება სხეულის ნაწილებს შორის არაგულწრფელობაზე მიუთითებს.

"ტვინი ისეა დაკავბული სიცრუის გამოგონებით, რომ სხეული კარგავს სინქრონს", ექიმი ლაითმანი, "სიცრუის თეორია"

ტყუილი ძაბავს
სახის ფერის შეცვლა (გაფითრება, გაწითლება, აჭრელება),
ქუთუთოების, წარბების თამაში მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანი მოცემულ მომენტში სტრესს განიცდის. ეს გვეხმარება სიცრუის ამოცნობაში. დაძაბულობა რომელიც გამოიხატება თველების
მოჭუტვაში, ხშირ დახამხამებაში, ქუთუთოების სრესვაში – ეს არის გაუცნობიერებელი მიზანი დამალო თვალები გარშემომყოფთაგან.
იმაზე თუ რამდენად კომფორტულად გრძნობს მოსაუბრე თავს, შეგიდძლიათ მისი თვალის გუგების მიხედვით იმსჯელოთ: გუგების შევიწროვება მეტყველებს უკმაყოფილებაზე, გაფართოვება – კმაყოფილებაზე. ხოლო თვალების მოძრაობის მიხედვით მიხვდებით სიმართლის თქმას აპირებს თუ სიცრუის.
<<უმრავლესობას მიაჩნია, რომ მოუსვენარი თვალები სიცრუის მანიშნებელია, მაგრამ როგორც ცნობილია გაქნილ მატყუარებს თავისუფლად შეუძლიათ გიყურონ თვალებში>> აგატა კრისტი.

სიცრუე ცხვირის წვერზეა
მატყუარას საკუთარი ცხვირი გასცემს. სიცრუის თქმის დროს,
მატყუარა გაუცნობიერებლად ცხვირის წვერს ამოძრავებს, ხოლო ადამიანები რომლებიც არ ენდობიან მოსაუბრეს, უნებლიედ ბერავენ ცხვირის ნესტოებს, თითქოს ამბობდნენ <<ტყუილის სუნი მცემსო>>


ხელები
როდესაც მოსაუბრე ჯიბეში იდებს ხელებს, ან ხელის გულებს მალავს – ესეიგი ის ცრუობს ან ბოლომდე არ ამბობს სათქმელს. გაიხსენეთ ბავშვები: ისინი უკან მალავენ ხელებს როცა რაღაც დააშავეს. გულწრფელობა ყოველთვის გახსნილი ხელისგულებით გამოითქმევა.

"სიმართლე გითხრა“–ში არანაირი სიმართლე არ არის.
თუ კითხვაზე არაპირდაპირ, ირიბ და გაწელილ პასუხს იღებთ, რომელსაც თან ერთვის "სიმართლე გითხრათ" "მერწმუნეთ" და ამდაგვარი ფრაზები - ღირს მოსაუბრის გულწრფელობაში ეჭვის შეტანა.

თუ თვლით, რომ თქვენი მოსაუბრე ცრუობს: არ ამხილოთ ის
ტყუილში, უბრალოდ მიბაძეთ მის მოძრაობას სარკისებურად, ამით თქვენ ნდობას დაამყარებთ ნდობას, მატყუარასთვის უფრო გაუჭირდება თქვენი მოტყუება, ჩაეკითხეთ ვითომ ვერ გაიგეთ
რა გითხრათ, გაამეორებინეთ, მიეცით შანსი სიმართლე გითხრათ. დაუსვით მეტი პირდაპირი კითხვა, აქტიურად გამოიყენეთ მიმიკა და ჟესტები, ამით მისგან საპასუხო რეაქციას გამოიწვევთ.

7
1824
12-ს მოსწონს
ავტორი:mak0
mak0
1824
  
http://www.rogor.ge/article_57_rogor-mivxvdet-roca-gvatyueben.html
2013, 2 მარტი, 12:02
მივხვდი რომ გაგიხარდებოდა :)))
2013, 2 მარტი, 12:01
კომპლიმენტად მივიღე:D:D
2013, 2 მარტი, 11:57
ხო, შენნაირი გაქნილი მატყუარებიც ნახსენებია ამ სტატიაში :)))))))
2013, 2 მარტი, 11:55
აქაც ეგ აგ არის ნათქვამი, რომ ინდივიდუალურია ყველაფერი, ძირითადი აქცენტი არის გაკეთებული იმაზე, რომ როცა ტვინი დაკავებულია ტყუილით, სხეული ნაკლებად სინქრონულია, ხოლო გამომჟღავნება ყველას განსხვავებული აქვს :)
2013, 2 მარტი, 11:10
არ მომწონს. ამის დამწწერ ექსპერტს წინ დავუჯდები და იმდენ ტყუილს ვეტყვი, მეორედ რომ მოვიდეს ამ ქვეყნად მაინც ვერ მიხვდება რომ მოვატყუე:D:D
2013, 2 მარტი, 1:55
კარგი სტატიაა, მაგრამ მე უფრო ინდივიდუალურ მიდგომებს და მოდელებს ვემხრობი....
0 1 7