x
მეტი
  • 19.05.2024
  • სტატია:134745
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509087
ამერიკაში, ტბაში დაიჭირეს უცნაური არსება, რომელიც აქამდე მეცნიერებისთვის არ იყო ცნობილი(+ ფოტოები)
imageნიუ-ჯერსიში მცხოვრებმა მამაკაცმა, თევზაობისას დაიჭირა უცნაური არსება, რომლის სურათები განათავსა ინტერნეტში. სურათებმა არნახული პოპულარობა მოიპოვა და მეცნიერების ყურადღებაც დაიმსახურა. "დუგ კატლერის მიერ ტბაში დაჭერილი არსება გარეგნულად ძალიან ჰგავს ფანტასტიკური ფილმების პერსონაჟ მონსტრს, ეს ნუთუ მართლა ცოცხალი არსებაა?"- წერს New York Daily News.

დუგ კატლერი ტბაზე თევზაობდა, როცა წყლის ზედაპირზე შენიშნა ეს უჩვეულო არსება. ჯერ შიშმა შეიპყრო, მაგრამ მალე მოეგო გონს და მოიმარჯვა მშვილდ-ისარი(სათევზაოდ განკუთვნილი), რომელიც იქვე აღმოაჩნდა და არსებას მოახვედრა. ისარს ბოლზე ძუა აქვს და არსება ადვილად ამოათრია წყლიდან.

უცნაური არსების დანახვისას მეთევზე გაოგნებული დარჩა. ეს იყო უშველებელი გასისხლიანებული რაღაც ძალიან დიდი პირით და კონუსისებური კბილებით. მისმა სურათებმა ინტერნეტში უკვე მოაგროვა რამდენიმე მილიონი მნახველი.

ნიუ-იორკის გარემოს დაცვის დეპარტამენტის მეცნიერები აცხადებენ, რომ ეს წააგავს წყლის გველთევზას, მაგრამ ექსპერტებს აოცებთ მისი ზომები. ჩვეულებრივი გველთევზები მაქსიმუმ 90 სმ სიგრძის არიან, ეს არსება კი ბევრად დიდია, რომ აღარაფერი ვთქვათ მის კბილებზე.


ასე, რომ მეცნიერთა ვარაუდით ეს არსება, არის ან უზარმაზარი გველთევზა, ან რაღაც აქამდე უცნობი რაღაც ურჩხულის მაგვარი. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ის არ არის აქამდე შემჩნეული არცერთი კონტინენტის ტბებში.imageimage

7
1833
20-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
1833
  
2013, 5 მარტი, 14:40
ანამალია :O
2013, 5 მარტი, 13:58
ფუ რა ჯანდაბააა?
2013, 5 მარტი, 12:00
მონტაჟს გავს...
2013, 4 მარტი, 23:43
ზვიანგია უეჭველი :D
2013, 28 თებერვალი, 2:12
საინტერესოა
2013, 27 თებერვალი, 15:47
გველთევზა კიარა ვამპიროთევზაა რას გავს :X:X
0 1 7