x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134617
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508752
ლომი

ლომი (Panthera Leo-ლათინურად) ითვლება ყველაზე დიდ კატად აფრიკის კონტინენტზე, ხოლო მსოფლიო მასშტაბით მეორე ადგილს იკავებს.
მათი ბეწვის შეფერილობა არის, თეთრი ფერიდან მუქ ყვითელ ფერამდე.
ლომები ითვლებიან უნიკალურებად კატისებრ ოჯახში, ისინი წარმოადგენენ ერთადერთ სახეობას, რომლებიც ქმნიან სოციალურ ჯგუფებს იგივე პრაიდს. სხვა კატისებრი ოჯახის წარმომადგენლები, უპირატესობას ანიჭებენ ცალკეულ ნადირობას. პრაიდში შედის 5-6 ძუ და 2 ხვადი ლომი, ყველაზე დიდ პრაიდს ჰქვია Alpha Pride, შედგება 22 ლომისგან, თუმცა ასეთი პრაიდის არსებობა იშვიათია, რადგან საკვები მათ არსებობაში დიდ როლს ასრულებს, ალფა პრაიდს ყოველდღიური კვებისთვის 300-350 კგ ხორცის მოპოვება უხდება.
ისინი ერთმანეთში ბრძოლით ხვეწენ ნადირობის უნარს, ასეთი ბრძოლის დროს კბილს არ იყენებენ, ზიანის თავიდან ასაცილებლათ, ბრძოლის საშუალებით ისინი იმყარებენ საკუთარ გავლენას პრაიდზე, მათ არსებობაში უმთავრესი ადგილი უჭირავს ტერიტორიის იმ ნაწილს, რომელზეც ისინი დროებით ცხოვრობენ, მათი მიგრირების მთავარი მიზეზი საკვების სიმცირეა, მათ ტერიტორიაზე მოხვედრილი სხვა პრაიდის წარმომადგენელი ლომი სიკვდილისთვის არის განწირული.
ლომის საკვები არის ხორცი, ისინი იკვებებიან ზებრებით, კამეჩებით, ანტილოპებით და ქვეწარმავლებით.
წონა 140-160 კილოგრამია, გავრცელებულია აფრიკის სავანეებში და ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში. ძუ ლომი სქეს მწიფობას 4 წლის ასაკში აღწევს, ხოლო ხვადი 5 წლის ასაკში, ძუ ლომი 5-6 ბოკვერს ყრის, ლომების ევოლუციის პერიოდის თანახმად ისინი 10, 8 მილიონი წლის წინათ გაჩნდნენ დედამიწაზე.
ლომი

0
659
1-ს მოსწონს
ავტორი:Internet
Internet
659
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0