x
მეტი
  • 18.05.2024
  • სტატია:134730
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509057
როგორ უნდა მოიქცეთ მიწისძვრის დროს? (აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია)
შენობაში:

1. პირველი ბიძგების შეგრძნებიდან ნგრევამდე 10-15 წამი გაქვთ. ეცადეთ სასწრაფოდ დატოვოთ შენობა კიბით ან პირველი სართულის ფანჯრებიდან.

2. ნუ დატოვებთ შენობას, თუ ვერ დასცილდებით მას უსაფრთხო მანძილამდე.

3. თუ იმყოფებით მეორე სართულზე და ზემოთ, ნუ შეეცდებით შენობის დატოვებას.


4. ნუ გამოხვალთ კიბეზე, აივანზე. არ ისარგებლოთ ლიფტით. უმჯობესია დარჩით იქ სადაც ხართ.

5. გაჩერდით შუა კედლების კუთხეში, შიდა მზიდი (საყრდენი) კედლის კარის თაღში ან ოთახის კუთხეში - ფანჯრებიდან, კარადებიდან, ჭაღიდან, კარიდან და სარკისგან მოშორებით.


ნუ მიეცემით პანიკას!

6. თავი შეაფარეთ საწოლის ან მაგიდის ქვეშ, რომელიც დაგიცავთ ნგრევის ან რყევის შედეგად ჩამოვარდნილი მძიმე საგნებისა და ნამსხვრევებისაგან.

7. ნუ შეგეშინდებათ, თუ გამოირთვება ელექტროენერგია. სასწრაფოდ გამორთეთ ტელევიზორი.

8. არ ისარგებლოთ ასანთით, სანთელით, სანთებელით - შესაძლოა აირის გაჟონვისას ხანძარი გაჩნდეს.

9. მაშინვე ჩააქრეთ ხანძრის ნებისმიერი წყარო.

10. სასწრაფოდ გააღვიძეთ მოხუცები და პატარები, ჩააცვით. დაეხმარეთ მათ უსაფრთხო ადგილას მოთავსებაში.

11. გამუდმებით უსმინეთ ინფორმაციას რადიოთი.

12. გააღეთ კარი, რათა საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოთ შენობიდან გამოსვლის შესაძლებლობა.

13. ბიძგების დამთავრების თანავე სასწრაფოდ დატოვეთ შენობა. თან იქონიეთ სარეზერვო ჩანთა და საბუთები.

14. ვიდრე სახლიდან გახვალთ, გადაკეთეთ წყლის მილები, ბუნებრივი აირი და გამორთეთ ელექტროენერგია.

15. გამოსვლისას დაკეტეთ სახლის კარი.


ხალხის მასაში:

1. სახიფათოა ხალხის დიდ მასაში ყოფნა, რადგან პანიკაში ჩავარდნილი ადამიანები გაუაზრებლად გარბიან.

2. ეცადეთ არ დაეცეთ. შესაძლოა დაცემისას ხალხის მასამ გადაგთელოთ.

3. დაილაგეთ გადაჯვარედინებული ხელები მუცელზე, რათა არ დაიზიანოთ გულმკერდის არე.

4. შეეცადეთ არ აღმოჩნდეთ ხალხის მასასა და საფრთხეს შორის.

0
101
3-ს მოსწონს
ავტორი:ეკა.
ეკა.
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0