x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
თბილისის ''დინამომ'' ახალი ფეხბურთელები დაიმატა.
დინამოელები 2013 წლის პირველ ოფიციალურ მატჩს 26 თებერვალს ფოთში გამართავენ.


საქართველოს თასის გათამაშების პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში ''დინამოს'' მეტოქე ადგილობრივი ''კოლხეთი'' იქნება.


საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპის პირველი შეხვედრას კი თბილისური გუნდი 9 მარტს ''დინამო არენაზე'', ზუგდიდის წინააღმდეგ გამართავს.


ამ დროისათვის დინამოელები თურქეთში იმყოფებიან. გუნდმა ორი ტესტ მატჩი ჩაატარა.



გუნდი ზემოთ ხსენებული ჩემპიონატებისთვის განსაკუთრებულათ ემზადება. ტბილისურმა კლუბმა შვიდი ფეხბურთელი დაიმატა


ესენია:თავის მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა 33 წლის მცველი გიორგი შაშიაშვილი, რომელიც წლების მანძილზე კაპიტნობდა ''დინამოს''.


ასევე დაუბრუნდა 29 წლის ცენტრფორვარდი დიმიტრი ტატანაშვილი.


''დინამოში'' ჩაირიცხა 20 წლის შემტევი ლაშა შინდაგორიძე.


გუნდში ითამაშებს 22 წლის სენეგალელი მცველი ემანუელ მენდი, რომელიც ''ლივერპულის'' სარეზერვო გუნდში გამოდიოდა.


''დინამოს'' შეუერთდა 29 წლის გერმანელი მარცხენაფლანგელი პატრიკ მილხრაუმი.


''დინამოს'' ღირსებას დაიცავს 30 წლის ბასკი მცველი უსტარიცი, რომელიც წლების მანძილზე პრიმერა დივიზიონის კლუბის, ბილბაოს ''ატლეტიკის'' ღირსებას იცავდა.


''დინამოში'' ითამაშებს 29 წლის სლოვაკი ნახევარმცველი პეტერ გრაციარი, რომელიც ჩეხეთის საუკეთესო კლუბებში- ''სპარტასა'' და ''სლავიაში'' გამოდიოდა.image

0
35
2-ს მოსწონს
ავტორი:გურგენი
გურგენი
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0