x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
ეს ერთი და სხვა ათასი - ლექსები "დინამოელებზე"

დიდგორშიაც გვიბრძოლია,

გვახსოვს ველი ნარისხვალი,

ჩვენი დიდი მოურავი

და პატარა კახის ხმალი.



რუსთველურად ვასახელეთ

შამქორი და ბასიანი...

დიუსელდორფიც მოვილაშქრეთ

ჩამოვედით თასიანი.


ვაჟკაცობის ჯილდო არის,

მარად მასთან დაგვათენოს!-

გამარჯვების თასით ვლოცავთ

გამარჯვებულ საქართველოს!


ჩვენ, თამაშის დიდოსტატებს

არაფერი შეგვეშლება:

გვიყვარს სიტყვა, ხელოვნებაც...

მოლიზღარი შეგვეშვება!


გვლახავს სიტყვის დიდოსტატიც,

მშენებელიც, ხელოვანიც,

ამიტომაც არის ჩვენი

ძლევა მრავალფეროვანი.


ერის მონაპოვარია

ყველა ჩვენი გამარჯვება.

ვისაც გული რწმენით უცემს,

ყველა ხიფათს გადარჩება.


ეს ერთი და სხვა ათასი !-

სხვაა ჩვენი გატაცება:

გამარჯვების თასით ვლოცავთ

ერის ყველა წარმატებას.




თბილისის დინამოელთა სიმღერა


ხელს გვიპყრია საოცნებო თასთა თასი!

აგრე იყოს: ეს ერთი და სხვა ათასი!

საზეიმოდ შენ მოგართვით ეს ნობათი,

საქართველოვ !


ჩვენ გვახსოვდა, რაც თბილისმა დაგვაბარა

არ ვყოფილვართ იქაც ბედის ანაბარა,

გვინათებდი, ვით იმედი ნათლისვეტი,

საქართველოვ !


დინამოს რომ გუგუნებდნენ აქ ბიჭები,

რაინამდეც მოდიოდა მათი ხმები:

გამარჯვება, გამარჯვება, გამარჯვება,

საქართველოვ!

არა კმარა? გაგახაროთ ახალ თასით?

აგრე იყოს: ეს ერთი და სხვა ათასი!

ჩვენ მზადა ვართ, გავიტანოთ კვლავაც ლელო,

საქართველოვ !


ხუტა ბერულავას ტექსტი

0
65
2-ს მოსწონს
ავტორი:მიხოო
მიხოო
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0